რატომ გადაიფიქრა ზვიად გამსახურდიამ ბოიკოტი – გია ჭანტურია იხსენებს

გია ჭანტურია უსაფუძვლოს უწოდებს არჩევნებში მონაწილეობის მომხრეთა არგუმენტს იმის თაობაზე, რომ ბოიკოტი არაფრისმომტანია და ის ტავის დროზე, ზვიად გამსახურდიამაც გადაიფიქრა:

“ბევრს მოყავს მაგალითი , თითქოს ზვიად გამსახურდიამ ბოიკოტი გადაიფიქრა და არჩევმებში მონაწილეობა მიიღოო! სირცხვილია ამას ვინც იძახის! გატყუებენ! ბოიკოტმა მოიტანა დათმობები კომუნისტური პარტიისგან, კერძოდ საარჩევნო კოდექსში რის მერეც დათანხმდა ზვიადი არჩევნებს! რა ცვლილებები იყო ეს ? :

• შემოღებულ იქნა პარტიებისა და პოლიტიკური გაერთიანებების რეგისტრაციის პროცედურა ცესკოში.
• განისაზღვრა კონკრეტული ვადები, თუ როდის უნდა დარეგისტრირებულიყვნენ პარტიები და წარედგინათ კანდიდატების სია.
• დაიშვა ბლოკებად გაერთიანება (მაგალითად, “მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო” იყო ბლოკი, არა ცალკე პარტია).
• ცესკო გამოიყო პარტიული სტრუქტურებიდან და იურიდიულად გახდა ნეიტრალური ადმინისტრაციული ორგანო.
• დაშვებულ იქნა დამკვირვებლები როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ორგანიზაციებიდან (ესეც პირველი პრეცედენტი იყო საქართველოში).
• არჩევნებს აკვირდებოდნენ როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ისე საქართველოს ეროვნული მოძრაობის ჯგუფები
• კანდიდატებს მიეცათ უფლება აწარმოონ საჯარო კამპანია — მათ შორის მედიაში, ქუჩებში, ტრაქტატებით და ა.შ.
• დაიშვა პლურალისტური მედია და ანტიკომუნისტური გზავნილები არჩევნების დროს.
• სიები საჯაროდ ქვეყნდებოდა, და ამომრჩეველს ჰქონდა უფლება შეემოწმებინა თავისი რეგისტრაცია.
• შემოღებული იქნა საჩივრების პროცედურები და საარჩევნო დავების განხილვის მექანიზმები.
აი ეს მოიტანა მაშინ ბოიკოტმა და ბრძოლამ და ამის მერე გავიმარჯვეთ! მიუხედავად ჩემი 20 წლის ასაკისა ამააი ვიყავი უშუალო მონაწილე და ის ხალხი ვინც მააინ მეორე მხარეს იდგა, ნუ იტყუებით!”, – წერს გია ჭანტურია.

banner
წინა სტატიაშიგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე – გადაცემა, რომელიც არ გაჩერდა
შემდეგი სტატიარა უნდა გააკეთონ წინააღმდეგობის მონაწილე პარტიებმა? – ლევან ცუცქირიძის ანალიზი და ხედვა