რატომ გადადგა აფხაზთა დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი?

chakirbaრუსული მედიის ინფორმაციით, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა 20 სექტემბერს, რუსი სეპარატისტების მიერ ოკუპირებულ მოლდოვურ დნესტრისპირეთში წასვლაზე უარის თქმის გამო გადადგა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩირიკბას მხრიდან დნესტრისპირეთში ე.წ. რესპუბლიკის დღის აღნიშვნაზე წასვლასთან დაკავშირებით უარის თქმის მიზეზი, მოლდოვური მხარის მიერ მისი შესაძლო დეპორტაცია გახლდათ, რაც ჩირიკბას აზრით მას შემდგომში ევროპულ ქვეყნებში ჩასვლაშიც შეუშლიდა ხელს.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. დნესტრისპირეთის მოლდოვური რესპუბლიკა, არაღიარებულ სეპარასტისტულ რეგიონად ითვლება და მას რუსეთთან სახმელეთო საზღვარი არ გააჩნია… და ის აფხაზეთისაგან განსხვავებით, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ თავად რუსეთსაც არ უღიარებია.

banner
წინა სტატიაშიობამამ სომხები ,,გადააგდო,,
შემდეგი სტატიაე.წ კანონიერი ქურდი ტარიელ ფოცხვერია ,,ტარასა,, გარდაიცვალა