2.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

რატომ გაჭიანურდა პასუხები წლიდან წლამდე?! და იყო, თუ, არა ვინმე, ვისაც “აწყობდა” ამ საქმის ჩაფარცხვა?!

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ფაქტმა, მისი ოჯახის ცხოვრება ორ ნაწილად გაყო-“მანამდე“ და „მას შემდეგ“. ამ წლების განმავლობაში, ისინი, არ ითხოვდნენ შეუძლებელს. მხოლოდ ერთ რამეს-სამართალს!

ყველაზე მძიმე კი, ალბათ, გაურკვევლობაა: როდესაც საზოგადოება იგებს, რომ საქმეზე, მნიშვნელოვანი ფაქტები არსებობდა, ავტომატურად ჩნდება კითხვა-რატომ დასჭირდა გამოძიებას ამდენი დრო?! რატომ გაჭიანურდა პასუხები წლიდან წლამდე?! და იყო, თუ, არა ვინმე, ვისაც “აწყობდა” ამ საქმის ჩაფარცხვა?!

დრო, ასეთ შემთხვევებში, მხოლოდ კალენდრის ფურცლები არ არის-ეს არის ოჯახისთვის ყოველდღიური ტკივილი, რომელიც არ მცირდება. ყოველი გადადებული გადაწყვეტილება, მათთვის ნიშნავს, კიდევ ერთ დღეს იმ განცდით, რომ სამართალი ჯერ არ დამდგარა!

საქართველოს პროკურატურისგან საზოგადოება პასუხებს ელოდება. არა მხოლოდ იმის გასარკვევად, ვინ ჩაიდინა დანაშაული, არამედ, იმისთვისაც, თუ რატომ გაჭიანურდა პროცესი?! სიმართლე მხოლოდ მაშინ ამშვიდებს საზოგადოებას, როცა ის სრულად და დროულად ვლინდება და ითქმის!

ნიკოს ოჯახის ბრძოლა უკვე მხოლოდ ერთი ადამიანის საქმედ აღარ დარჩა-ეს გახდა საზოგადოების მოთხოვნა, რომ სამართალი არ დაგვიანდეს და არც დაიკარგოს!

რადგან, როცა პასუხები იგვიანებს, ტკივილი უფრო მძაფრი ხდება, ხოლო უნდობლობა-უფრო ღრმა!
სამართლიანობა მხოლოდ განაჩენი არ არის. ეს არის ერთგვარი მტკიცებულება იმისა, რომ ადამიანის სიცოცხლე, არასოდეს შეიძლება „თაროზე შემოდებულ საქმედ“ იქცეს!

ავტორი: ბერდია კალანდია

პროკურატურა: ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების სისხლის სამართლის საქმე გახსნილია

 

banner
წინა სტატიაშინინო ქადაგიძე-ჟვანია: “ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ რამე იცოდა ბუსამ”
შემდეგი სტატიაHello Tech გოგოებისთვის