რატომ ეშინიათ უკრაინაში სააკაშვილის ჩამოსვლის

უკრაინელმა პოლიტიკოსმა და საზოგადო მოღვაწემ ვალენტინ ნალივაიჩენკომ დაასახელა სამი მიზეზი, რის გამოც უკრაინაში ეშინიათ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის. ამის შესახებ მან ისაუბრა ტელეარხ NewsOne-ის ეთერში. “იმიტომ, რომ ის ებრძვის კორუფციას. იმიტომ, რომ მას არ ეშინია კორუფციონერთა ვინაობის გამხელის, ყველაზე მაღალი ეშელონების ჩათვლით. იმიტომ, რომ ის, აგრეთვე ჩვენ და მთელი გუნდი, რომელიც ებრძვის კორუფციას ხელისუფლების მაღალ ეშელონებში, მკაფიოდ აცხადებს: ხელისუფლება და ბიზნესი ერთმანეთისგან არა მარტო გამიჯნული უნდა იყოს, არამედ სკალპელით მოჭრილიც”, – აცხადებს ვალენტინ ნალივაიჩენკო.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: “არ ვურჩევ პოროშენკოს ციხეში მოხვედრას” (ვიდეო)
შემდეგი სტატიაოხანაშვილის ჩვენების სკანდალური დეტალი-“ის დაჟინებით მოითხოვდა პატრიარქის ნაღველის წაღებას თბილისში”