რატომ ეძახის ესპანეთის პოლიცია ქართველ ,,კანონიერ ქურდებს” ,,რუსულ მაფიას”

ესპანეთის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სპეციალურმა პროკურატურამ ,,რუსული მაფიის” სამი სავარაუდო ლიდერის საქმის გამოძიება დაიწყო. საუბარია თვის დასაწყისში დაკავებულ “კანონიერ ქურდებზე” – ლადო ბარათელზე, ირაკლი ფიფიასა და არტიომ სარგსიანზე. აღნიშნულ პირთა დაკავება ახალი ,,საგაა ესპანეთში რუსულ მაფიასთან ბრძოლის შესახებ”-ამის შესახებ ესპანეთის პროკურატურამ ,,დოჩიე ველესთან” საუბარში განაცხადა.

პროკურატურის თქმით, ეს “საგა” 90-იანი წლებიდან დაიწყო, როცა ესპანეთში ტატუირებული, ჟოლოსფერ პიჯაკებში გამოწყობილი ოქროსჯაჭვიანი მამაკაცები პირველად გამოჩნდნენ. უწყების თქმით, საბჭოთა კავშირში ,,რკინის ფარდის” ვარდნის შემდეგ, ქართველები ქვეყანაში თავის დამკვიდრებას ცდილობდნენ.

,, ისინი სხვადასხვა ენებზე საუბრობდნენ, მაგრამ მათ ერთმანეთთან არა მხოლოდ ჟოლოსფერი პიჯაკი, არამედ, წარმომავლობაც აერთიანებდათ – ყოფილი საბჭოთა კავშირი. ესპანეთში ,,რუსული მაფიის” ყველაზე მეტი წარმომადგენლები ქართველები არიან” -განაცხადა ქართველების შესახებ პროკურატურის წარმოამდგენელმა გერმანულ გამოცემასთან საუბარში.

მისივე თქმით, ქართული დაჯგუფებები, რომლებიც მთელს ევროპაში აქტიურად მოქმედებენ, ესპანეთში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევიან, მათ ანგარიშზეა ესპანეთში მომხდარი ბინის გაქურდვების 60%. პროკურატურის წარმოამდგენლები გამოცემასთან, ასევე საუბრობენ ,ევროპაში ქართველი ქურდების მაყურებელზე,კახაბერ შუშანაშვილზე, რომელიც ამ დროისთვის დაკავებულია და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

რაც შეეხება ბარათელს, ფიფიას და სარგსიანს, პროკურატურის მონაცემებით,ისინი ესპანეთში ,,კრიმინალური მოქმედებების კოორდინირებისთვის” იმყოფებოდნენ,რომლის აუცილებლობაც 2018 წლის ივნისში, 129 სომეხი ქურდის დაკავების შემდეგ გახდა და რომლითაც სამართალდამცავებმა ქართველი და სომეხი დამნაშავე კლანების ბიზნესი დაშალეს.
,,დანაშაულის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ სომხები ქართველების მიერ ესპანელებისთვის მოპარულ ოქროს ნეკეთობებს ადნობდნენ და შავ ბაზარზე ყიდდნენ. “-აცხადებს პროკურატურის წარმოამდგენელი.

გერმანულ გამოცემასთან საუბარში ესპანელი სამართალდამცავები  ,,რუსულ მაფიას” რუს კრიმინალებსაც მიაკუთვნებენ,რომლებიც, მათი ინფორმაციით, უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში ქვეყანაში უამრავი იყო.

 

banner
წინა სტატიაშიმოხსენება: აშშ-ში კათოლიკე მღვდლებმა ათასზე მეტი ბავშვი გააუპატიურეს
შემდეგი სტატიათურქეთის სასამართლომ ამერიკელი პასტორის განთავისუფლებაზე უარი თქვა