რატომ დატოვეს პედაგოგებმა ,,მაია კობახიძის კანტორა”?!

 

დღეიდან მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი მექანიზმი ამოქმედდება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო.

სახელფასო რეფორმის პარალელურად, ასევე იწყება მუშაობა კარიერული სქემის განვითარებაზე. ამ მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში იქმნება სპეციალური ინკლუზიური კომისია ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით.

შეგახსენებთ. რომ სისტემაში დაახლოებით, 52 000-ზე მეტი პედაგოგია და მინიმუმ 200-ლარიანი მატება, მცირე საათობრივი დატვირთვის შემთხვევაშიც კი აბსოლუტურად ყველა პედაგოგს შეეხება.

მასწავლებლების უკმაყოფილება ცნობილია. ისინი თვლიან, რომ სახელფასო რეფორმამ მათი მოლოდინი არ გაამართლა.

თუმცა, ამჯერად ყურადღება უნდა გამახვილდეს ერთ ფრიად მნიშვნელოვან დეტალზე, რომელიც მასწავლებელთა კარიერური საქმიანობის განვითარებას შეეხება.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დადგენილებაში წერია, რომ სამინისტროში შეიქმნება ინკლუზიური კომისია, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით.

გასულ კვირას, სხვადასხვა მედია -საშუალებებში დაიწერა, რომ აღნიშნულ სამინისტროს დარგობრივი შეთანხმება, მხოლოდ და მხოლოდ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირთან აქვს გაფორმებული და პროფესიული კვალიფიკაციის დადასტურების კომისიაშიც ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი მაია კობახიძეა ჩართული.

ყოველივე აქედან გამომდინარე, რთული დასაჯერებელია ყველა დაინტერესებული პირისთვის ერთნაირად იყოს ხელმისაწვდომი მსგავსი ჩართულობები.

თავისუფალ პროფკავშირებში ოფიციალურად გაფორმებულია 40 ათასი მასწავლებელი, თუმცა კონფიდენციალურად მასწავლებლები ,,თაიმერთან” საუბარში აცხადებენ, რომ ბევრმა პედაგოგმა უკვე დატოვა მაია კობახიძის პროფკავშირი და ამის მიზეზად არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას ასახელებენ.

ნ.ზ . – თავიდან ყველა დავთანხმდით ვყოფილიყავით თავისუფალი პროფკავშირების წევრი. საწევროს გადასახადი ხელფასის 1% არის და ვიხდიდით მასაც. თუმცა, რაც არ უნდა მცირე ყოფილიყო თითოეული პედაგოგის საწევრო, თავისუფალი ფროფკავშირი ჯამში ყოველთვიურად ნახევარ მილიონ ლარს იღებდა. მე, პირადად, როგორც ერთერთი რიგითი მასწავლებელი, 2 წლიანი თანამშრომლობით მივხვდი, რომ ,,მაია კობახიძის კანტორას” ვამდიდრებდი, თავად კი რას ვიღებდი? ხანდახან რაღაც არაფრისმომცემ ტრეინინგებს, მითუმეტეს ეს ტრეინინგებიც უცხოური ორგანიზაციების გრანტებით იმართებოდა, ჩვენი გადახდილი საწევროები სად იხარჯებოდა, არ ვიცი. ამიტომ, იქ დარჩენა არაფერი იყო, გარდა ერთი ადგილის ტკეპნისა და არანაირ კარიერულ განვითარებას ვერ ვხედავდი.

შეიძლება, ის 1% არაფერს წყვეტდა ჩემი ოჯახისთვის, მაგრამ ვიღაცის გამდიდრებისთვის 1 ლარიც მეზედმეტება. ამიტომ გამოვედი და აღარ ვარ ,,მაია კობახიძის კანტორის” მსხვერპლი.”

ერთერთი საქმის მასალებში, პედაგოგთა დაკითხვის ოქმებში ვკითხულობთ:

****
მოგახსენებთ, რომ ვიყავი პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის წევრი. ხაზი მინდა გავუსვა, რომ მე ის დავტოვე საკუთარი ნებით ორ კოლეგასთან ერთად.
როგორც, მოგეხსენებათ პედაგოგთა საწევრო კავდება ხელფასიდან. პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის დირექტორისგან მაია კობახიძისგან სათანადო თანადგომას და დახმარებას ვერ ვიღებდით.
ქალბატონ მაიასთან ერთერთი ონლაინ შეხვედრის დროს, პედაგოგებმა გავაჟღერეთ ჩვენი მოსაზრება უფროსი მასწავლებლებისათვის,
გარკვეული პრივილეგიების შემუშავებისა და ინიცირების შესახებ, რაზეც ქალბატონი მაიასგან მივიღეთ უარი. ამის შემდეგ მე და ჩემმა ორმა კოლეგამ დავტოვეთ თავისუფალი პროფკავშირები.

***
მრავალი წელი ვიყავი პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების წევრი და სულ ვფიქრობდი დამეტოვებინა ის. თავისუფალი პროფკავშირი არ ითვალისეინებდა ჩემი და ჩემი კოლეგების აზრს, რომელსაც სხდომებზე გამოვთქვამდით. წევრობის გადასახადს ვიხდიდით ფუჭად, რადგან არ მისარგებლია მათი ბენეფიტებით და არანაირი სარგებლის მომტანი არ იყო წევრობა ჩემთვის.

***
პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფსლი პროფკავშირის ხელმძღვანელს, მაია კობახიძეს არასოდეს უმოქმედია ჩვენი ინტერესების დასაცავად. ადგილი ჰქონდა საწევროებიდან შესული თანხის არამიზნობრივ ხარჯვას. თავისუფალი პროფკავშირები არ ასრულებდა თავის ნაკისრ ვალდებულებას, რაც გულისხმობს მასწავლებლების უფლებების დაცვას და მათი ინტერესების გატარებას. ამიტომაც რამდენიმე პედაგოგთან ერთად დავტოვე თავისუფალი პროფკავშირები.

,,თაიმერი” მასწავლებლებთა უფლებების დაცვის მიზნით, არ ასახელებს მათ ვინაობას და არ აკონკრეტებს, თუ რომელი საქმიდანაა დაკითხვის ოქმები ამოღებული.

თუმცა, მეტი თვალსაჩინოებისათვის ვაქვეყნებთ ოქმების ფოტოებს.

პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ხელმძღვანელი მაია კობახიძე აღნიშულ საკითხზე არ საუბრობს და მხოლოდ ერთი მუქარით, მისი აზრით ,,გაფრთხილებით” – ,,ყველას პასუხს გაგებინებთ” – შემოიფარგლება.

banner
წინა სტატიაშიEU-ს წარმომადგენლობა: საქართველოს ნაკრებმა მილიონობით გულშემატკივრის გული დაიპყრო
შემდეგი სტატიათიბისის მობაილბანკი საპატრულო ჯარიმებს შეგახსენებთ, თუკი თქვენი ავტომანქანა დაჯარიმდება