რატომ დაკარგავს აფხაზეთი ასეულ ათას დამსვენებელს

 აფხაზეთის სასტუმროების მფლობელთა გილდია ახალი საკურორტო სეზონოსთვის ემზადება. ამასთან დაკავშირებით მან მრგვალი მაგიდა მოაწყო. შეხვედრაზე გამოითქვა სინანული იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებს აეკრძალათ დასვენება უცხოეთის ქვეყნებში. გილდიის პრეზიდენტმა იგორ ჟიგუნმა “სპუტნიკ-აბხაზიას” განუცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილების შედეგად აფხაზეთი დაკარგავს რამდენიმე ასეულ ათას დამსვენებელს. მისი თქმით, რუსეთის ძალოვანი უწყებების თანამშრომლები აქტიურად ჩადიოდნენ აფხაზეთში დასასვენებლად. გილდიამ მიმართა თვითაღიარებული რესპუბლიკის მთავრობას თხოვნით რათა ამ უკანასკნელმა დაიწყოს მოპალარაკება რუსეთის ხელისუფლებასთან. აფხაზეთის სასტუმროების მფლობელებს არა აქვთ იმედი, რომ აფხაზეთში გამგზავრებაზე ნებას დართავენ უშიშროების სამსხურის თანამშრომლებს, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს და სასამართლო სისტემის თანამშრომლებისათვის შეიძლება გამონაკლისი დაუშვან.

banner
წინა სტატიაშიმინსკში გუშინდელი დაკავებების წინააღმდეგ აქცია გაიმართა
შემდეგი სტატიარუსეთში დაკავებულების რიცხვმა 500-სს გადააჭარბა