უკრაინაში მებრძოლო ქართველი პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე, რომელიც უკრაინის უშიშროების სპეციალური ოპერაციების ძალების თანამშრომელია, განმარტავს, რატომ დაიღუპა კურსკთან მდებარე აეროდრომზე ათზე მეტი ოკუპანტი, მათ შორის, ავიაპოლკის მეთაური (ამის შესახებ “თაიმერი” დღეს წერდა):
“მოკლედ კურსკის აეროდრომთან , ჩვენი “ჩიტი” რებ-ის საშუალებით (რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემები,-რედ.) გათიშეს და დასვეს.
ხოდა შეიკრიბა იქაური ფსბ-ე და პოლკის მეთაურმა დაიწყეს ამ ჩვენ ჩიტთან სელფაობა.
ეს ჩვენ ჩიტი გაჯეჯგილი იყო ასაფეთქებელი ნივთიერებით ,კერძოდ პლასტიდით (С-4), პლიუს ისეა გაკეთებული რომ ჩამოგდების შემთხვევაში გარკვეული დროის მერე თვით განადგურების რეჟიმი ირთვება(კუჭი ეშლება)
ხო და ჩვენი ჩიტიც აფეთქდა და ამ მოსელფავე ფეესბეშნიკების ტრუპებს ეხლაც კი ეზიდებიან, მათ შორის ამ 14 პოლკის მეთაურის”, – წერს ვანო ნადირაძე.
შეგახსენებთ, კურსკის აეროდრომზე შედეგად დაიღუპნენ/დაშავდნენ:
მე-14 ავიაპოლკის მეთაური, მისი ერთ-ერთი მოადგილე, ოფიცერ-ავიატორთა ჯგუფი; ФСБ-ს სამხედრო კონტრდაზვერვის წარმომადგენელი, აეროდრომის რამდენიმე მუშაკი. დაჭრილთა და დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.