რატომ დაგვიანდა მონაცემების გამოქვეყნება – ცესკო განმარტებებს აკეთებს. განცხადება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
თამარ ჟვანიას თქმით, ინფორმაციები, რომელიც მედიასაშუალებებით და სოციალური ქსელის მეშვეობით ვრცელდება, არის უსაფუძვლო.
„ამ არჩევნებზე 2016 წელს ყველა საარჩევნო უბანში გახლდათ ორი საარჩევნო ბიულეტენი დასათვლელი, მაგრამ იყო რამდენიმე საარჩევნო ოლქი, სადაც იყო სამი და ასევე იყო რამდენიმე საარჩევნო ოლქი, სადაც ითვლებოდა ოთხი საარჩევნო ბიულეტენი. ვინც საარჩევნო პროცესებში ჩახედულია, იცის, რომ რაოდენობიდან გამომდინარე, დათვლის პროცესი შესაბამისი შეიძლება იყოს და მას გარკვეული დრო დასჭირდეს იმ რაოდენობიდან გამომდინარე, რაც არის.
“ამ არჩევნებზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბიულეტენების რაოდენობის გათვალისწინებით, რომლებიც გვაქვს დასათვლელი, შეძლო ფაქტობრივად ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად გამოეცხადებინა წინასწარი შედეგები,“ – განაცხადა თამარ ჟვანიამ.