რატომ დაემალა ჟურნალისტებს მეუფე გრიგოლ კაცია და რატომ მიიღო საპატრიარქოსგან შენიშვნა

მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლ კაციამ წირვა დღეს აბაშის მუნიციპალიტეტ სოფელ გულეიკარის წმინდა გიორგის სახელობის მე-14 საუკუნეში აგებულ ტაძარში ჩაატარა.
გავრცელებული ინფორმაციით,მეუფე გრიგოლ კაცია ჟურნალისტებს განერიდა.წირვის ჩატარების მიზეზი ზემოაღნიშნულ სოფელში კი გახდა,მისი გასულ კვირას ჟურნალისტებთან გაკეთებული განცხადებებები, რომლის გამო მან საპატრიარქოსგან შენიშვნა მიიღო. მაშინ,მეუფე გრიგოლმა თქვა,რომ თუ ეპიდემიის გავრცელება მასშტაბურ სახეს მიიღებდა,შესაძლებელი იყო ზიარებისას ერთჯერადი კოვზის გამოყენება და შემდეგ მისი დაწვა.
დღეს კი მეუფე გრიგოლი,წირვის დასასრულს საერთო კოვზის გამოყენებას ემხრობა და ამბობს რომ აუცილებელია დეკანოზ გრიგოლ მამალაძემ მკურნალობა გააგრძელოს სამედიცინო დაწესებულებაში. ჟურნალისტების ნაწილისთვის დღეს საიდუმლო იყო,თუ სად ჩაატარებდა წირვას მეუფე გრიგოლ კაცია. ტრადიციისამებრ იგი ყოველ მეორე კვირას აბაშის ღვთისმშობლის სახელიბის მთავარ საკათედრო ტაძარში წირავს,თუმცა ეს დღეს ასე არ მოხდა.

banner
წინა სტატიაშისენაკში ქურდობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული ბ.ჯ. სენაკში დააკავეს
შემდეგი სტატიარესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინო ზონაში მყოფი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია