რატომ დააკავეს ბიზნესმენი გელა ბარკალაია?

ბიზნესმენ გელა ბარკალაიას დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდგომ ,,თაიმერი,, შეეცადა მისი ,,ფეისბუქის,, გვერდი დაეთვალიერებინა, სადაც საინტერესო ფაქტს წავაწყდით. კერძოდ გელა ბარკალაიამ, საკუთარი ფეისბუქის გვერდზე, დაკავებამდე ორიოდე დღით ადრე, 28 თებერვალს რამდენიმე ფოტო განათავსა… მათ შორის არაბ ბიზნესმენ Ghassan Aboud-თან გადაღებული ფოტო წარწერით ,,On the visit at Mr. Ghassan Aboud’s house. The world’s richest and smartest businessman. He offered me to be his brother. Mr. Ghassan, I am thankful for your kind words. Gela Barkalaia,,
ინფორმაცია, ზემოხსენებულ არაბ ბიზნესმენზე ინტერნეტში უხვად მოიპოვება…
Muhammed Ghassan Aboud მუჰამედ ღასან აბოუდი.
წარმოშობით სირიელი (ქალაქ იდლიბიდან) არაბეთის გაერთიანებულ საემიროებშო მოღვაწე მსხვილი ბიზნესმენი, მედიამაგნატი და მეცენატი. სირიაში ანტიასადური და ანტირუსული ოპოზიციურ-რევოლუციური ძალების სპონსორი და იდეოლოგი.
გარდა იმისა, რომ აბოუდი აწარმოებს მსხვილ ავტობიზნესს (ავტომობილებისა და სათადარიგო ნაწილების რეექსპორტი) ის არაბეთში ერთ-ერთი უმსხვილესი პროდასავლური ორიენტაციის მედიაჰოლდინგ ,,Orient Media Group,,-ის მფლობელია, რომელიც არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, საუდის არაბეთში, იორდანიასა და სირიაში მაუწყებლობს. Ghassan Aboud-ის მედიაჰოლდინგი აქტიურად აშუქებს მის მშობლიურ სირიაში მიმდინარე მოვლენებს და ამხელს ბაშარ ასადის რეჟიმსა და რუსეთს, ამ ქვეყანაში ჩადენილ გაუგონარ დანაშაულებში. ის აფინანსებს სირიაში პროდასავლურ ,,ზომიერ ოპოზიციას,, და პარალელურად ეწევა ქველმოქმედებას… მან სირიაში, რევოლუციური ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე განახორციელა ათეულობით სტაციონარული საავადმყოფოს მონტაჟი და მობილიზება გაუკეთა მედპერსონალს. Ghassan Aboud-ი გახლავთ ფრიად განსწავლული ადამიანი, რომელიც მრავალი ნაშრომის და მონოგრაფიის ავტორია. ის ორგანიზებას უკეთებს ახლო აღმოსავლეთის თემებთან დაკავშირებულ კონფერენციებს და სხვადასხვა დონის შეხვედრებს.


გამომდინარე იქიდან, რომ პროკურატურის მიერ დაკავებულ გელა ბარკალაიას საკუთარ ,,ფეისბუსქის,, გვერდზე განთავსებული აქვს ამ დონის ანტირუსული პროპაგანდის მედიამაგნატთან  და მის ძმებთან გადაღებული სურათები, საიდანც კომენტარის მიხედვით ირკვევა, რომ ეს დიდი არაბი მოღვაწე ბატონ გელას სახლში მასპინძლობდა და ძმობას ეფიცებოდა… და გამოდინარე იქიდან, რომ საზოგადოებაში მუსირებს აზრი ქართული სპეცსამსახურების მიერ რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ, ვეჭვობთ, რომ გელა ბარკალაიას დაკავების მიზეზებში, შესაძლოა ზემოხსენებულ არაბ ბიზნესმენთან კონტაქტები ფიგურირებდეს.
,,თაიმერის,, ანალიტიკური სამსახური

banner
წინა სტატიაშინიკა მაჭუტაძე ტელეკომპანია იმედს კომენტარის დამახინჯებაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატია“რუსთავი 2”-ის საქმე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში-დარღვევები და ზეწოლა სასამართლო სისტემაზე