რატომ ჩამოაგდო თურქეთმა რუსული ბომბდამშენი…?

24 ნოემბერს დილით, თურქეთის დროით 9:20 საათზე თურქეთის ჰატაის ოლქის ტერიტორიაზი, იაილადაღის რაიონში საზღვრის დამრღვევი რუსული ბომბდამშენის, თურქული ავიაციის მიერ ჩამოგდების მიზეზებზე უცხოური მედია სხვადასხვა  ვერსიებს აქვეყნებს… თურქულ მედიაშიც საინტერესო მოსაზრებები იკვეთება.

ოფიციალური ანკარა აცხადებს, რომ მას რუსული თვითმფრინავების მხრიდან საჰაერო საზღვრის დარღვევის გამო ადრეც არაერთხელ მკაცრად  გაუფრთხილებია რუსული მხარე და ბოლო შემთხვევის დროს, რუსული უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდება, რუსეთისათვის ნათელი მაგალითი უნდა ყოფილიყო, რომ თურქეთი თავისი საზღვრების დარღვევას და აბუჩად აგდებას არავის აპატიებდა… ,,თურქეთს აქვს უფლება, რომ დაიცვას თავისი ტერიტორია და ამ უფლებას ყველამ პატივი უნდა სცეს. თურქეთს არააქვს მტრული მიზნები თავისი მეზობლების მიმართ. სირიის კონფლიქტში თურქეთის ცივსისხლიანმა ქცევამ, განაპირობა, რომ ეს  კონფლიქტი კიდევ უფრო სასტიკი ხასიათის არ გამხდარიყო,, აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი.

su-24 (2)რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების მიზეზებს შორის, ჩვენი აზრით არა მხოლოდ საზღვრის დარღვევის ფაქტია მხედველობაში მისაღები, არამედ თურქეთის დამოკიდებულებაც სირიის კონფლიქტის მიმართ და იმ ბომბდამშენის მოქმედების ზონა… ის ტერიტორია, სადაც რუსული თვითმფრინავი თავის საბრძოლო დავალებას ასრულებდა. კერძოდ, რუსულმა თვითმფრინავმა, მანამ სანამ თურქეთის საჰაერო საზღვარს სირიის ტერიტორიაზე წვეტივით შეჭრილ ჰატაის ოლქში გადაჰკვეთდა,  თურქეთთან მოსაზღვრე სირიის თურქმენული (თურქმანული) პროვინციის ტერიტორიები დაბომბა…

სირიელი თურქმენები, რომელთა  პოპულაციაც ზოგიერთი მონაცემებით 100.000-დან 200.000-მდე ადამიანს ითვლის (თავად თურქმენები 3 მილიონს აცხადებენ), თურქების ეთნიკურ განშტოებად ითვლება და ისინი ძირითადად თურქეთის მოსაზღვრე ლატაკიას პროვინციაში ცხოვრობენ. იქ მცხოვრები მოსახლეობის თითქმის 100% ასადის რეჟიმის მოწინააღმდგეა, ისევე როგორც თავად თურქეთის სახელმწიფოა ბოლო 20 წლის განმავლობაში ასადის რეჟიმთან უკიდურესად დაპირისპირებული. თურქმენების  9.000-ან ამბოხებულ დაჯგუფებას, ,,თავისუფალი თურქენთა არმიას,, კი – წლებია თავდაცვისათვის თავად თურქეთი აიარაღებს. იცოდნენ რა, თურქეთის პოზიცია თანამოძმე თურქმენების მიმართ, ამ არც თუ დიდ პროვინციას და მის ჯარს, არც ,,ისლამური სახელმწიფო,, ავიწროვებდა დიდად და ვერც ასადის რეჟიმი უბედავდა ჯარის შესევას, რამეთუ ტერიტორია თურქეთის საზღვართან ძალიან ახლოსაა და ისედაც დაპირისპირებული ქვეყნის ზედმეტად აფორიაქებას, ორ ფრონტზე მებრძოლი ასადიც ერიდებოდა.

სიტუაცია შეიცვალა სირიის კონფლიქტში რუსების გამოჩენის შემდეგ და ,,ისლამური სახელმწიფოს,, პოზიციების დაბომბვის პარალელურად, რუსულმა ავიაციამ სამიზნედ არაისლამისტური მაგრამ ასადის რეჟიმის მოწინააღმდგეგეთა დაჯგუფებები და მათი კონტროლირებადი ტერიტორიები გამოიყენა. ბოლო კვირეების განმავლობაში კი, რუსულმა ავიაციამ გახშირებული რეიდები დაიწყო ლატაკიას და თურქმენდაღის ტერიტორიაზე… დაიბომბა ათეულობით სოფლები და დასახლებული პუნქტები, დაიღუპა ათეულობით მშვიდობიანი მოსახლე, რაზეც რეაქცია ჰქონდა როგორც თურქეთის მოსახლეობას ასევე ხელისუფლებას… თურქეთის პრემიერმა აჰმეთ დავუთოღლუმ არაერთხელ მოუწოდა რუსეთის ავიაციას თავი დაენებებინათ თუქრმენთა პროვინციისათვის, რამეთუ იქ არანაირი ისლამისტები არ იყვნენ… ,,წინააღმდეგ შემთხვევაში თურქეთი დაიცავს თავის თანამოძმეებს,, აცხადებდა დავუთოღლუ სულ რაღაც ერთი კვირით ადრე. ხოლო მოსახლეობის გულისწრომა, რუსეთის საკონსულოებთან 3-4 დღის უკანდელი ათეულათასიან მიტინგებში გამოიხატა. ყოველივე ამის შედეგ, მოსალოდნელიც იყო, რომ თურქეთი რუსული ავიაციის ნებისმიერ მოახლოებას დაუსჯელად არ დატოვებდა.

რუსული ბომბდამშენის ჩამოგდებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი, ინციდენტთან დაკავშირებით, რუსებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის საყურადღებო განცხადებას აკეთებს მედიაში… ,,თურქეთი სირიაში მხარს უჭერს ოპოზიციურ ძალებს, რომლებიც იბრძვიან გადარჩენისათვის სისხლიან რეჟიმთან დაპირისპირებისას. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ თურქმენებით დასახლებულ ბაირბუჯაკში (ტერიტორია რომელიც ჩამოგდებულმა ბომბდამშენმა დაბომბა რედ.) არანაირი ,,ისლამური სახელმწიფოს,, ძალები არ არიან. იქ ცხოვრობენ ჩვენი თანამემამულეები, თურქმენები. ნურავის ნუ მოატყუებთ. ის საბრძოლო მოქმედებები თურქმენების წინააღმდეგ მიმდინარეობს და ა,,ისლამური სახელმწიფოს,, წინააღმდეგ,, განაცხადა ერდოღანმა, რითაც ხაზი გაუსვა კიდევ ერთ მიზეზს და იმას, რომ თურქეთის საზღვრის დარღვევის გარდა, ჩამოგდებულ რუსულ ბომბდამშენს კიდევ სხვა ცოდვებიც ჰქონდა ჩადენილი.

კახაბერ ადამია ,,თაიმერი,,

 

 

banner
წინა სტატიაშირუსულ-თურქული გამბიტი
შემდეგი სტატიაცხინვალის რეჟიმმა კიდევ 5 ქართველი დააკავა…