“რატომ აწუხებ “RMG”-ისო?” – “ქართული ოცნების” დეპუტატი სოფელ დიდი დმანისის მაცხოვრებელს ფიზიკურად გაუსწორდა

სოფელ დიდი დმანისის მაცხოვრებელი მურაზ მარტიაშვილი აცხადებს, რომ დმანისის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, შოთა აკოფაშვილი ფიზიკურად გაუსოწრდა. მიზეზი კი ის გზა გახდა, რომელიც მარტიაშვილმა საკუთარ ნაკვეთამდე მისასვლელად უნდა გაიაროს. მისი თქმით, მას „არ ემ ჯი გოლდის“ სარგებლობაში არსებული მიწების გავლა უწევს:
„ჩემს საკუთარ მიწაზე ვიყავი შესული. გზა აღმოჩნდა „არ ემ ჯის“ ტერიტორიაზე. შევუთანხმდი „არ ემ ჯი-ს,“ იქ შეფერხება არ მქონია. სახლში რომ დავბრუნდი დამხვდა დეპუტატი და მითხრა რატომ აწუხებ „არ ემ ჯი-ს,“ რატომ დადიხარო, ჯერ მე უნდა შემითანხმდეო, რომ ვერ დამიყოლია, გაღიზიანდა და წავიდა ფიზიკური დაპირისპირება,“-ამბობს მარტიაშვილი, რომელმაც მომხდართან დაკავშირებით უკვე მიმართა პოლიციას და ის დაკითხვაზეა დაბარებული.

banner
წინა სტატიაშიმუხათწყაროს მიმდებარედ 110 ძირი ხის მოჭრა დანაშაულის ნიშნებს შეიცავს – ბითაძე
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკმა საქართველოში უსინათლო პირებისთვის ბანკომატების ადაპტირება განახორციელა