9.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 8, 2026
banner

რატომ არის ამწე ლიფტი “Jirafi” ბაზარზე ყველაზე სანდო კომპანია

როდესაც მომხმარებელი ამწე ლიფტის კომპანიებს ეძებს, რათა სათანადო მომსახურება მიიღოს, ხშირად პრობლემები ექმნება სხვადასხვა მიზეზიდან გამომდინარე.

ზოგჯერ ამწე ლიფტი მანქანა მაღალ სართულს ვერ სწვდება ან გაბარიტული ტვირთი ვერ ააქვს. ზოგჯერ, როცა ყველაფერი შეთანხმებულია, ამწე მანქანა ობიექტთან მიახლოებას ვერ ახერხებს და უამრავი დრო იკარგება.

ბევრი კომპანია ბაზარზე ახლახანს გამოჩნდა, რადგან სამშენებლო ბუმი და შანსი დაინახა, თუმცა კვალიფიციური მძღოლების გარეშე მუშაობს. მათ მძღოლ-ოპერატორებს, სამწუხაროდ, საკმარისი გამოცდილება და კვალიფიკაცია არ აქვთ.

გარდა ამისა, მომხმარებელს ძალიან ხშირად სჭირდება სრული მომსახურება – სატვირთოსა და მუშების ჩათვლით. უმრავლესობას ეს სერვისი არ აქვს.

ამ დროს, ბაზარზე უკვე 10 წელია წარმატებით ოპერირებს ამწე ლიფტების კომპანია jirafi.ge, რომელიც მაღალი პროფესიონალიზმითა და მისაღები ფასებით გამოირჩევა.

კომპანიას აქვს წინასწარი შეფასების სერვისი, როგორც სატელეფონო, ისე ადგილზე მისვლით. მძღოლ-ოპერატორი შეაფასებს, რამდენად მიუდგება ამწე ჟირაფი ადგილს, რათა შემდგომში გაუთვალისწინებელი პრობლემები არ შეიქმნას.

ჰყავს 8 ამწე ლიფტი და საქართველოში ერთადერთი მანქანა, რომელსაც მე-17 სართულზე მიწვდენა შეუძლია.

რა თქმა უნდა, გამოცდილი და კვალიფიციური მძღოლები, რომლებიც უზრუნველყოფენ უსაფრთხოდ და დაუზიანებლად აიტანონ და ჩამოიტანონ მძიმე ტვირთები, ავეჯი და სხვა ნივთები.

ხელისშემშლელი მხოლოდ ერთი ფაქტორი არსებობს და ეს ცუდი, ქარიანი ამინდია.

ყველას შეუძლია ნახოს უკვე არსებული მომხმარებლების შეფასებები, თუ როგორი მომსახურება გაეწია მათ.

 

banner
წინა სტატიაში საქართველოს ბანკმა საუკეთესო ციფრული ბანკის დაჯილდოებაზე სამომხმარებლო მიმართულებით 18 ჯილდო მიიღო
შემდეგი სტატიათინა ბოკუჩავა – მამუკა მდინარაძის სუს-ის ხელმძღვანელობით დასრულდება ივანიშვილის რუსული მმართველობა საქართველოში, გამარჯვება ძალიან ახლოს არის