რატომ არ წინაურდებიან ენმ-ის სამეგრელოს ლიდერები?

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული სია ბევრი მსჯელობის და შიდა უთნხმოების საგანი გახდა. რატომ არ წინაურდებიან ადამიანები, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის სამეგრელოს ორგანიზაციის მთვარი მედროშეები არიან – ეს კითხვა დღეს ყველაზე აქტუალურია.

პარტიის ზუგდიდის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრები, რომლებიც მუდმივად ამ პარტიის ინტერესების დაცვას ემსახურებიან და თავდაუზოგავად შრომობენ, სიის მეასე ხარისხოვან წევრებად დასახელდნენ.

პარტიის ყველაზე დიდი გულშემატკივარი, ზუგდიდის საკრებულოში ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარე და პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანი წითლიძე 36-ე ნომრად დასახელდა, რასაც პარტიის წევრები პირად საუბრებში ამომრჩევლის დაცინვად და შეურაცხყოფად აღიქვამენ. წითლიძე მანამდე სიის ოცეულში განიხილებოდა და ადგილზეც ეს ინფორმაცია ქონდათ.

ნაციონალური მოძრაობის წევრები, რომლებიც ამ პარტიის გულშემატკივრები არიან და დღემდე პარტიას უანგაროდ ემსახურებიან, იმედგაცრუებას არ მალავენ და ამბობენ, რომ პარტიაში პრივილიგებული აღმოჩნდნენ ადამიანები ვინსაც ფინანსური უზრუნველყოფა აქვთ და ენმ-ს ფინასურად დაეხმარნენ. მათ შორის ასახელებენ როლანდ ფიფიას კანდიდატურას და აცხადებენ, რომ გამყვან სიაში ფულიანი ადამიანები მოხვდნენ რაც მათ განაწყენებას იწვევს. ნაციონალური მოძრაობის აქტივები ასევე განაწყენებული არიან პარტიაში ჩოჩელისა და ოქრიაშვილის გამოჩენით, რომლებმაც ენმ 2012 წელს, პირველივე მარცხის დროს მიატოვეს.

პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, ჩვენთნ საუბარში აცხადებს, რომ ლიდერების ,,ფეხზე დაკიდებას“ მათ ადგილობრივი აქტივი არ აპატიებს და პარტიაში შიდა უთნხმოება დაიწყო.ეს კი ჩვენი წყაროს თქმით პარტიის რეიტინგზე ცუდად იმოქმედებს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით ფოთში ზეთის საწარმო შენდება
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია – საერთაშორისო პარტნიორებმა, განსაკუთრებით ელჩებმა არაერთხელ ისაუბრეს, რომ არჩევნები ძალადობის და მოსყიდვების გარეშე უნდა ჩატარდეს