27.6 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

რატომ არ დაუჭირა მხარი საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას? — მაკა ბოჭორიშვილი გადაწყვეტილებას “დამატებითი რისკებით” ხსნის

საქართველომ ხმა არ მისცა ევროპის საბჭოს ფარგლებში რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულებების გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შეთანხმებას. საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, რომელიც კიშინიოვში გამართულ შეხვედრაზე ამ ინიციატივას გაემიჯნა, გადაწყვეტილებას ქვეყნის უსაფრთხოებით ამართლებს.

ბოჭორიშვილის განცხადებით, ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის დამოკიდებულება თბილისს არ აძლევს საფუძველს, გადადგას ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანას საფრთხეს შეუქმნის.

„ეს არ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, მივიღოთ გარკვეული გადაწყვეტილებები, რომლებიც დამატებით რისკებსა და საფრთხეებს შეუქმნის ჩვენს ქვეყანას. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჩვენი საზოგადოების წინაშე, პირველ რიგში საქართველოში სტაბილურობის და სიმშვიდის შენარჩუნებასთან მიმართებაში“,_ აცხადებს ბოჭორიშვილი.

კენჭისყრაში მონაწილე 46 ქვეყნიდან იდეას მხარი 36-მა დაუჭირა. საქართველოსთან ერთად შეთანხმებას ხმა არ მისცეს სომხეთმა, აზერბაიჯანმა, თურქეთმა, უნგრეთმა, სერბეთმა, სლოვაკეთმა და კიდევ რამდენიმე სახელმწიფომ.

banner
წინა სტატიაში“კონფრონტაციაში არ ვართ” – როგორ აფასებდა მეუფე გრიგოლ საპატრიარქო არჩევნებამდე კანდიდატებს შორის ურთიერთობას
შემდეგი სტატიანაბიჯი ხანგრძლივი მშვიდობისკენ: ისრაელმა და ლიბანმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 45 დღით გაახანგრძლივეს