რატომ არ ჩადის ხელისუფლება გუგუტიანთ კარში – სუბარის პასუხი:”ისედაც ყველამ ყველაფერი იცის”

ვითარება გუგუტიანთკარში – ადგილობრივები ახალი მავთულხლართების გავლების მოლოდინში არიან. რუსი ოკუპანტები საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ რჩებიან. ჯერჯერობით აბრებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვა შეჩერებულია, თუმცა მოსახლეობა არ გამორიცხავს, რომ ჯარისკაცებმა ბორდერიზაციის პროცესი განაახლონ. მიუხედავად არსებული ვითარებისა, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში, ხელისუფლების წარმომადგენლები არ ჩასულან, მოქალაქეები კი დახმარებას, სწორედ მათგან, თუმცა უშედეგოდ ითხოვენ.

კითხვაზე – რატომ არ მიდიან მმართველი გუნდის წევრები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში, პრემიერის მრჩეველი, სოზარ სუბარი ამბობს, რომ ამის საჭიროება არ დგას, რადგან – “ისედაც ყველამ ყველაფერი იცის”.

სუბარის მთავარი ბრალდება კვლავ წინა ხელისუფლებას ეკუთვნის. ის ამბობს, რომ ოკუპაციის მიზეზი სწორედ “ნაციონალური მოძრაობაა”. პრემიერის მრჩეველი ირწმუნება, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება არსებული ვითარების შესახებ საერთაშორისო საზოგადოებას ინფორმაციას ინტენსიურად აწვდის. მისივე თქმით, დეოკუპაციისთვის ყველაფერი კეთდება.

banner
წინა სტატიაშირატომ გაიზარდა პურის ფასი – პრემიერი კონკურენციის სააგენტოსგან პასუხს უშედეგოდ ელის
შემდეგი სტატია,,საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის დიდგორის ბრძოლა გრძელდება”