ბუდუ ზივზივაძის მამა, კახა ზივზივაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. ეროვნული ნაკრების ვარსკვლავის მამა ამბობს, რომ არ იცის რატომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბუდუს საქართველო-ჩეხეთის მატჩზე არ ეთამაშა.
იმდენი პირადი კითხვაა, რატო? არაფერი ვიცი, მეც მაინტერესებს…იმედია ფეხბურთის მცოდნეები იტყვიან”- დაწერა მან.
ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველო ჩეხეთს დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.