14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

რატომ აპირებს უკრაინის ელჩის დაბარებას ვიქტორ ორბანი?! – უნგრეთის ბრალდებები

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უკრაინის ელჩს დაიბარებს, რადგან ორბანის თქმით, კიევი ცდილობს, ჩაერიოს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.

„გასულ კვირას უკრაინელმა პოლიტიკურმა ლიდერებმა და თავად პრეზიდენტმაც კი შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი კომენტარები გააკეთეს უნგრეთისა და უნგრეთის მთავრობის მიმართ. ჩვენმა ეროვნული უსაფრთხოების ორგანიზაციებმა შეაფასეს უკრაინის ეს უახლესი თავდასხმა და დაადგინეს, რომ მომხდარი კოორდინირებული უკრაინული ზომების სერიის ნაწილია, რომლითაც ისინი უნგრეთის არჩევნებში ჩარევას აპირებენ. არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ საფრთხე შეექმნას უნგრეთის სუვერენიტეტს ან უნგრული არჩევნების მთლიანობას. ამიტომ დღეს საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოს დავავალე, უნგრეთში უკრაინის ელჩი გამოიძახოს. ჩვენ დავიცავთ უნგრეთის სუვერენიტეტსა და ინტერესებს“, – განაცხადა ორბანმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში.

ცნობისთვის, უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიკრემლის პრესსპიკერი: “ჯერ კიდევ ადრეა უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ნებისმიერი, თუნდაც წინასწარი დასკვნების გამოტანა”
შემდეგი სტატია“მეგობარო, ომს აგებ, ხელი მოაწერე სამშვიდობო შეთანხმებას, რაც შეიძლება მალე” – იტალიის ვიცე-პრემიერი ზელენსკის