რატომ ამოჭრეს პატრიარქის ვიდეო მიმართვიდან ფრაზა, რას გულისხმობდა პატრიარქი და ვინ ესწრებოდა სრული ვერსიის ჩაწერას-მეუფე დიმიტრი

პატრიარქის საქართველოში დაბრუნებამდე გავრცელებული ვიდეოდან ამოჭრილ ნაწილში , სადაც ილია მეორე ამბობდა ფრაზას: ,,ხან ერთს ამბობს და ხან მეორესო” მამა გიორგი მამალაძე არ იგულისხმებოდა,-ამის შესახებ პატრიარქის ძმისშვილი მეუფე დიმიტრი აცხადებს.

როგორც მეუფე დიმიტრი შიოლაშვილმა ,,ინტერპრესნიუსს” უთხრა ,პატრიარქმა ეს ფრაზა არა მამა გიორგი მამალაძის , არამედ პროკურატურის მისამართით თქვა. მისი განცხადებით, ვიდეოდან ციტატის ამოჭრა ილია მეორესთან იყო შეთანხმებული,რადგან მან მიმართვის ჩაწერისას მექანიკური შეცდომა დაუშვა.

მეუფე დიმიტრი შიოლაშვილის განცხადებით, საუბრის ჩაწერას მასსა და პატრიარქის გარდა მეუფე იაკობი და შორენა თეთრუაშვილიც ესწრებოდა.

„პატრიარქთან პალატაში შეკრებილი ვიყავით ოთხი მღვდელმთავარი, არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული და შორენა. იქ ვსაუბრობდით ამ საკითხთან დაკავშირებით. ითქვა, რომ ხალხის დაბნეულობა გამოიწვია პროკურატურის სხვადასხვა განცხადებებმა. გადავწყვიტე, რომ ვიდეო მიმართვა გაგვეკეთებინა. რატომღაც არ ვიცი, ჩვენ ვერ ვთქვით ხმამაღლა, თუ პატრიარქმა ეს ვერ გაიგო, გამოვიდა ისე, რომ პატრიარქი ამბობს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ხან ერთს ამბობს, ხან მეორეს და ხან მესამეს. ეს ასე არ იყო, იმიტომ რომ ამ დროს, იცით, მამა გიორგი დუმდა. ის, რასაც ეუბნებოდნენ პროკურატურის შესახებ პატრიარქს, მამა გიორგის შესახებ თქვა პატრიარქმა. იქვე მივიღეთ გადაწყვეტილება, მოვახსენეთ პატრიარქსაც, რომ ეს ასე უნდა ყოფილიყო და ნაწილი მოიჭრა, სადაც პატრიარქი საუბრობს, პროკურატურის ნაცვლად მამა გიორგიზე – ხან ერთს ამბობს, ხან მეორეს, ხან მესამესო“, – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ მეუფე დიმიტრიმ.

banner
წინა სტატიაშისაპატრიარქოს პრესსპიკერი: სოსო ოხანაშვილის განცხადება იყო არასწორი, ცილისმწამებლური და სიცრუით სავსე
შემდეგი სტატიალაშა ჟვანიას განცხადებით, მამა მიქაელ ბოტკოველს გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება პატრიარქთან არ შეუთანხმებია