რატომ ამბობს ქართული სასამართლო გამჭვირვალეობაზე უარს – არასამთავრობო ორგანიზაციები აქამდე გამოუქვეყნებელი გადაწყვეტილებების გასაჯაროებას ითხოვენ

2020 წლიდან დღემდე, სასამართლო განხილვები ისე სრულდება, რომ გადაწყვეტილებები საჯაროდ ხელმიუწვდომელია. თუმცა 2024 წლიდან ახალი კანონი შევიდა ძალაში, რომელიც სასამართლოებს ამ გადაწყვეტილებების გასაჯაროებას ავალდებულებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი მეტი გამჭვირვალობა – ასე ერთის მხრივ, გაირკვევა, რატომ ჭიანურდებოდა წლები ესა თუ ის საქმე განსაკუთრებით ტენდენციურად მიღებულ გადაწყვეტილებებზეა საუბარი, მეორეს მხრივ კი მეტი გამჭვირვალობა, რა თქმა უნდა, მეტ ნდობას ნიშნავს სასამართლოს მიმართა.

სასამართლო სისტემა ვალდებული არის, რომ გამოაქვეყნოს გადაწყვეტილებები იმისთვის, რომ დაინტერესებულმა პირებმა, საზოგადოებამ იცოდეს, როგორ ხორციელდება მართლმსაჯულება სასამართლოებში. თუმცა, 2020 წელის მერე სასამართლო არ აქვეყნებს გადაწყვეტილებებს.
დღეისთვის, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა სასამართლოში არის ის, რომ გაჭიანურებულია საქმეები, გადაწყვეტილებების გამოქვეყნების შემთხვევაში, ეს პრობლემა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება და სასამართლო სისტემა მალავს ამას რეალურად.
პირველი იანვრის შემდეგაც, მიუხედავად იმისა, რომ ახალი ვალდებულება გაჩნდა, სასამართლოს ვებ გვერდი, სადაც ეს უნდა ქვეყნდებოდეს, არ არის მოცემული ინფორმაცია მასზე,“ – ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

სამწუხაროდ, გამჭვირვალობის ძალიან დაბალ სტანდარტს აჩვენებენ და წლიდან წლამდე უარესდება მდგომარეობა ამ თვალსაზრისით. ჩვენ მიმართული გვქონდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის გარკვეული ინფორმაციის გამოთხოვის მოთხოვნით, ეს ინფორმაციები ეხებოდა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ ძალიან ბაზისურ საკითხებს, იმ საკითხებს, რომელიც ისედაც საჯაროდ უნდა იყოს ვებ გვერდზეც გამოქვეყნებული, მაგრამ ასეთი ინფორმაციის მიღებაზე უარი გვეთქვა, ამან განაპირობა ის, რომ შემდეგ ჩენ სასამართლოსაც მივმართეთ და სასამართლოში სარჩელის წარდგენის გზით ვითხოვთ იმ ინფორმაციას, რომელიც საჯარო უნდა იყოს და იდოს ვებ გვერდზე,“ – ამბობს საია-ს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე – სალომე ზურაბიშვილი ყველაზე რადიკალურ „ნაცებში“ აღმოჩნდა, მას ქოლგა ვერ უშველის, ვერ იხსნის მძიმე დაღისგან, რომელიც მათ სახეს აჩენს
შემდეგი სტატიაბაია პატარაია პრეზიდენტმა ღირსების მედლით დააჯილდოვა