11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
banner

რატომ აკრიტიკებს გვარამია სკოლის ფორმების სავალდებულო შემოღებას

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების შესასყიდი რაოდენობისა და ესკიზების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
“1.800.000 ასეთი სკოლის ფორმის შესყიდვა გამოაცხადეს ქოცებმა და ბიუჯეტს ალბათ ნახევარი მილიარდი სრულიად უსარგებლო ხარჯი “შეტენეს” იმისთვის, რაც საჭიროა თუ არა, არც კი გამოუკვლევიათ. უბრალოდ, ვიღაცამ ჩათვალა, რომ ასე კარგია და სწორი, სოციალური თანაბრობაა, ლამაზია, ხალხის გულს მოვიგებთ თუ არავინ არ იცის კიდევ რა არგუმენტით. ასე ჩათვალა თავის ტრავმულ გამოცდილებაზე ან საბჭოთა მეხსიერებაზე დაყრდნობით, თორემ კი არ დაუდგენია შესწავლით და ანალიზით.
თუ გადასაყრელი ფული ქონდათ (და დიახ, ეს საბიუჯეტო ფულის გადაყრაა), დენის გაძვირება, საწვავის და ბევრი სხვა რამის როგორ შეეჩერებინათ, ის ეფიქრათ.
მაგრამ საქმე კიდევ იმაშია (რაც მთავარია), რომ ამ შესყიდვაზე სულ მცირე 50 მილიონს მაინც ისე მოიპარავენ და ჩაიდებენ ჯიბეში, როგორც დაგიბარებია”,_ წერს ნიკა გვარამია.
banner
წინა სტატიაში„კულასა“ და „ბატონოს“ დამფუძნებელი, რომელიც ფალსიფიცირებული თევზის კონსერვების წარმოება-გასაღების ბრალდებით დააკავეს, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
შემდეგი სტატიაგიორგი შარაშიძე: კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ “ოცნებას” სრულიად უპასუხისმგებლო მინისტრები ჰყავს