რატომ აიძულებს მთავრობა კერძო ორგანიზაციას გააფორმოს ხელშეკრულება კერძო ორგანიზაციასთან

ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში ვახო ჭუმბურიძეს აინტერესებს, რატომ აიძულებს მთავრობა კერძო ორგანიზაციას გააფორმოს ხელშეკრულება კერძო ორგანიზაციასთან და ამასთან, დიდი ფულის ნაკადი გადავიდეს ერთიდან მეორეში?

ამის შესახებ ჭუმბრიძე სოციალურ ქსელში საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით წერს.

“მოკლედ რეგულაციების შემდგომ ყველა სესხის გამცემი ორგანიზაცია დარეგისტრირდა ეროვნულ ბანკში. მოგება, ზარალის უწყისები და კომპანიის შესახებ ინფორმაცია შევიდა ეროვნულ ბანკში.

ახლა ეროვნულმა ბანკმა ყველა ასეთ ორგანიზაციას დაავალდებულა, რომ ხელშეკრულება გააფორმოს კერძო ორგანიზაციასთან – კრედიტ ინფო- ვინც არ იცით თუ ეს რა ორგანიზაციაა აგიხსნით: ეს არის ორგანიზაცია, სადაც შედის ყველა მსესხებლის ინფორმაცია. ნეგატიურიც და დადებითიც.

ტარიფები: ორგანიზაციაში გაწევრიანება ჯდება- 3500 ლარი.

თითო კლიენტის გადამოწმება ჯდება -5 ლარი.

მე მებადება კითხვა, რატომ აიძულებს მთავრობა კერძო ორგანიზაციას გააფორმოს ხელშეკრულება კერძო ორგანიზაციასთან? და ამასთან დიდი ფულის ნაკადი გადავიდეს ერთიდან მეორეში?

ამავე დროს ეროვნულ ბანკში ვიკითხე – მაქვს თუ არა უფლება უარყოფით საკრედიტო ისტორიის მქონე კლიენტზე გავცე სესხი? პასუხი: როგორც გინდაო!

ანუ აქ იბადება ორი კითხვა: ან ეს არის დიდი კორუპციული გარიგება, ან ისევ და ისევ ბოდიშით და მსხვილი ბანკების ტრ**ის წმენდა, რომ ბაზარზე მხოლოდ ესენი დარჩნენ და სხვა ყველა განადგურდეს.

ლარის კურსზე რას გვეუბნება ბატონო კობა ტაქსის მძღოლი?!”, – წერს ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში.

ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციებით სესხის გაცემის პროცედურა გამკაცრდა.

კერძოდ, კომერციულ ბანკებს მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა ეზღუდებათ. იმისათვის, რომ ფიზიკური პირის შემოსავალი ჩაითვალოს გაანალიზებულად, ბანკში წარდგენილ უნდა იქნეს სახელფასო ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან ან ცნობა შემოსავლების სამსახურიდან.

თუ მსესხებელი შემოსავალს იღებს სავაჭრო/სამეწარმეო საქმიანობიდან, ბანკს მოუწევს გადამხდელუნარიანობის დასადასტურებლად მისი საქმიანობის დეტალური ფინანსური ანალიზი ჩაატაროს.

ეროვნული ბანკის განმარტებით, შემოსავლის დადასტურების გარეშე საცალო სესხების გაცემის მოტივაციის შემცირება ხელს შეუწყობს საბანკო სექტორში საკრედიტო სტანდარტების, ასევე კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელების ხარისხის გაუმჯობესებას და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საკრედიტო ურთიერთობების წახალისებას.

banner
წინა სტატიაშიშვიდი თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატია“ავარელებს, დარგოელებს და ლეზგინებს საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიის სტატუსით სურთ შემოსვლა”