რატომ ააფეთქა ,,ფაროსანას,, 13 წამიანმა ვიდეომ ,,ფეისბუქი,, ?

ჟურნალისტ კახაბერ ადამიას მიერ გამოქვეყნებულმა ,,ფეისბუქპოსტმა,, შეიძლება ითქვას რომ სოციალური ქსელი ერთ დღეში დაიპყრო

22 სექტემბერს ღამე, ,,თაიმერის,, ჟურნალისტმა კახაბერ ადამიამ, სამეგრელოში და სხვა რეგიონებში გავრცელებულ მავნე მწერთანაზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით ,,ფეისბუქის,, საკუთარ გვერდზე ვიდეო და რამდენიმე ფოტო ატვირთასაკუთარი კომენტარით, რომელიც ,,ფეისბუქის,, ქართველ მომხმარებლებს შორის იმდენად პოპულარული გახდა, რომ ერთ დღეში (24 საათში) ეს პოსტი ასეულობით ადამიანმა მოიწონა, 440-მდე მომხმარებელმა გააზიარა, ხოლო 13 წამიანი ვიდეო კადრები, რომელიც ამ პოსტს თან ახლდა, სოციალური ქსელის ქართველი მომხმარებელთა შორის რეკორდულმა რაოდენობამ – 55 ათასზე მეტმა  ადამიანმა ნახა.

– ,,თაიმერმა,, გადაწყვიტა თავად პოსტის ავტორისთვის ეკითხა, თუ რამ გამოიწვია მისი პოსტის მსგავსი პოპულარობა სოციალურ ქსელში

– ,,მე ვფიქროდ და დარწმუნებულიც ვარ, რომ ამ პოსტის და ვიდეოს პოპულარობა განაპირობა იმ ფაქტორმა, რომ პრობლემა, რომლის შესახებაც თითქმის ყველას სმენია, მოსახლეობის ფართო მასებისათვის ჯერ კიდევ უცნობ თემად რჩება. ჯერ კიდევ ბევრმა არ იცის რა მასშტაბის პრობლემატურ საკითხთან გვაქვს საქმე და კატასტროფულ ეკონომიკურ  ზიანთან ერთად რამდენად დიდ დისკომფორტს უქმნის ასობით ათას ადამიანს  ეს მწერი.

მოგეხსენებათ, რომ საქართველოში პირველი გამაფრთხილებელი სტატია ამ მავნე მწერის  მომრავლებასთან დაკავშირებით, 2016 წელს  მე გამოვაქვეყნე ,,თაიმერში,, … იმ პერიოდიდან მოყოლებული ,,თაიმერში,, ათეულობით სტატია გვაქვს მიძღვნილი ამ თემისთვის, მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს ჩვენს მიერ მიწოდებული ვერბალური ინფორმაცია საკმარისი არ აღმოჩნდა მოსახლეობის სრული ინფორმირებისთვისრაც შეეხება, ტელევიზიებს, რომლებმაც პრობლემის ვერბალურთან ერთად ვიზუალური ასახვაც უნდა მოახდინონ, ვერ ამოჩნდნენ მოწოდების სიმაღლეზე. პროსახელისუფლო ტელევიზიები, როგორც წესი ამ პრობლემის ,,გალაითებაზე,, ანუ რბილად წარმოჩენაზე მუშაობენ, რათა წინასაარჩევნოდ ხელისუფლება სერიოზულ პრობლემებს აარიდონხოლო ოპოზიციურ ტელევიზიებს, ამ თემის  დეტალური აღწერისა და მთელი  სიმწვავით  წარმოჩენისთვის, ჩემი აზრითკომპეტენცია არ ეყოთ. ეს თემა, ტელევიზიების მიერ სწორად წარმოჩენილი და  ამოწურული რომ ყოფილიყო, ჩემს 13 წამიან ვიდეოს, ერთ დღეში 55 ათასი ადამიანი არ დააცხრებოდა,, აცხადებს კახაბერ ადამია.

…..

კახაბერ ადამიას ,,ფეისბუქპოსტი,,

ალფრედ ჰიჩკოკის საშინელებათა ფილმებში არ ხდება ის, რაც სამეგრელოში ხდებაისინი ყველგან არიანსახლში, საწოლში, კარადებში, ტანსაცმელში, საკვებშისაზიზღრად ყარან და მოსვენებას არ გვაძლევენგაანადგურეს ყველაფერი, თუ კი რამე ხილი და ბოსნეული იყოგაანადგურეს სიმინდი და თხილი.

ხელისუფლება კი კვლავ პიარ სვლებს აკეთებს, თითქოს ებრძვის ამ საშინელებას. სანამ ,,ოცნება,, მართავს საქართველოს, ამ პრობლემას არ ეშველებაეს პრობლემა დააქცევს საქართველოს ეკონომიკას და გაღატაკებულ მოსახლეობას სისხლისმღვრელ კონფლიქტამდე მიიყვანს.

 

ვიდეო:

[fbvideo link=”https://www.facebook.com/kakhaber.adamia/videos/857972937696228/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაშიტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება
შემდეგი სტატიადონეცკში სეპარატისტთა მინისტრი ააფეთქეს