“რატო უნდა მიემხროს სასულიერო პირი სხვას ჩემს საწინააღმდეგოდ, როცა მეც მრევლი ვარ?”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე ფიქრობს, რომ სასულიერო პირებმა პოლიტიკოსის მხარდაჭერა არ უნდა გამოხატონ, რადგან ეს მრევლის არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებაა.

მისი თქმით, ეკლესია ყველას გამაერთიანებელი ინსტიტუცია უნდა იყოს და სასულიერო პირების პოლიტიკური აქტიურობა დამაფიქრებელია.

“პოლიტიკური განცხადებების ნაწილში სიფრთხილე ნამდვილად გამოსაჩენია, მე ამას დამრიგებლური ტონით არ ვამბობ. ვამბობ, როგორც ჩემს მოსაზრებას, იმიტომ რომ როგორც მე უნდა გავუწიო ანგარიში და ინსტიტუციურად პატივი ვცე ეკლესიას და მის განსაკუთრებულობას, ასევე ეკლესიის ჩარევა პოლიტიკურ პროცესში ვინმეს მხარეს დაარღვევს ბალანსს და ეს არ არის სწორი, ამიტომ ეს ძალიან დასაფიქრებელია, ეს საჯარო პოლიტიკური აქტიურობა სასულიერო პირების მხრიდან ჩვენ ყველა მრევლი ვართ და შესაძლოა ჩვენთვის დამაზიანებელი იყოს.

“რატო უნდა მიემხროს სასულიერო პირი სხვას ჩემს საწინააღმდეგოდ, როცა მეც მრევლი ვარ სხვაც მრევლია და ჩვენ ვართ ამ შემთხვევაში საერო პოლიტიკური პროცესის ნაწილი და ეკლესია უნდა იყოს ის ინსტიტუცია, რომელიც ყველას გამაერთიანებელია და მე ვფიქრობ, რომ ეს განსაკუთრებული როლი ეკლესიის არანაირად არ უნდა გადაიხედოს არავის მხრიდან,”-ამბობს გედევან ფოფხაძე.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილს წარმოდგენა არ აქვს როგორი დამოკიდებულებაა დღეს ნარკოტიკების მიმართ და რა როლს ასრულებს ეკლესია
შემდეგი სტატია„მე უფროსი არ მყავს, მე გახლავართ საქართველოს პარლამენტის წევრი”