რატნიკი: ესტონეთი ვეღარ გააგრძელებს თანამშრომლობას საქართველოს განათლების სამინისტროსთან

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის, ვაჭრობისა და ბიზნეს დიპლომატიის მდივნის მოადგილემ, მარინ რატნიკმა განაცხადა, რომ ესტონეთი საქართველოს განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობას ვეღარ გააგრძელებს.

როგორც ცნობილია, ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებს შორის უდიდესი, რომელიც საქართველოს ეთნიკური უმცირესობების თემებში ორენოვანი სწავლების დანერგვაში კოოპერაციას ეხებოდა, მიმდინარე წელს დასრულდება.

“უპირველეს ყოვლისა, ჩვენ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უნდა დავაკვირდეთ. ჩვენ, რა თქმა უნდა გავაგრძელებთ პროექტებს, რომლების გაგრძელებაც დღეს შეგვიძლია. წამოვიწყებთ თუ არა ახლებს, ამას დრო გვიჩვენებს”, – განაცხადა რატნიკმა.

banner
წინა სტატიაში“თუ “ძალადობა შეჩერდა” ქუჩებში, რა არის დღევანდელი სასტიკი დარბევის მიზანი? დედისგან შვილის გატაცება?”- პრეზიდენტი კობახიძეს
შემდეგი სტატიაანდრო ჭიჭინაძესა და ონისე ცხადაძეს ბრალი წარუდგინეს – მათ 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ