რატიანის საქმე – სასამართლო პროცესი 14:00 საათზე დაიწყება

ოეტ ზვიად რატიანის საქმეზე სასამართლო პროცესი 14:00 საათზე დაიწყება.

ზვიად რატიანი საპოლიციო კონტროლის ფარგლებში დააკავეს.

სამართალდამცველების მიერ მის შესაძლო ცემაზე შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში პოლიციელები დაისჯებიან, მაგრამ ზვიად რატიანსაც მოუწევს სამართალდამცველებისთვის შეურაცხყოფის მიყენების და წინააღმდეგობის გაწევის გამო პასუხისმგებლობა.

მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ზვიად რატიანი იყო ნასვამ მდგომარეობაში, ვერ აკონტროლებდა ქცევას და ლექსიკას, იქცეოდა აგრესიულად, წინააღმდეგობას უწევდა და შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცველებს, რითაც მათ არ აძლევდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს აღნიშნული ფაქტების ამსახველი ვიდეო-მასალა, მაგრამ ამ დროისთვის არ მიიჩნევს სწორად საჯაროდ გამოიტანოს უცენზურო გამონათქვამებით აღსავსე ჩანაწერი. თუმცა, აღნიშნული მასალა, მტკიცებულების სახით, წარედგენება სასამართლოს. სურვილის შემთხვევაში, ზვიად რატიანსაც შეუძლია გაეცნოს, რათა მან ზუსტად აღიდგინოს მომხდარი.

banner
წინა სტატიაშისამართალდამცავებმა კარების ჩამტვრევისთანავე ესროლეს ჩემს შვილს
შემდეგი სტატიაირაკლი ჩხვირკვია სასმართლოში დასკვნითი სიტყვით უნდა წარდგეს