რატიანი – ვიმედოვნებთ, ძალიან მალე დადგება მომენტი, როდესაც გარდაცვალების ინდექსი მკვეთრად დაიკლებს

ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე დადგება მომენტი, ლეტალობის ინდექსი ქვეყანაში მკვეთრად დაიკლებს, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა განაცხადა.

როგორც ლევან რატიანმა აღნიშნა, დღეს ქვეყანაში ბევრი კრიტიკული პაციენტია, რომელთა უმეტესობა ჯანმრთელდება და გამოჯანმრთელებული ეწერებიან კლინიკიდან.

„ასე არ არის, რომ რეანიმაციაში მძიმე პაციენტი მოკვდება, ის ვერ გავა რეანიმაციიდან, ეს არის ცრუ ინფორმაცია. არ ვიცი, ვის აწყობს ამის თქმა და რატომ ძაბავს მოსახლეობას. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჩვენი კლინიკა ემსახურება მძიმე და კრიტიკულ პაციენტებს, როგორც ახალშობილებს, ასე ორსულებს და ლეტალობის ინდექსი, ჩვენდა საბედნიეროდ, გვაქვს 5,1 პროცენტი. ამ ლეტალობაში იგულისხმება, რომ ექიმებმა ყველაფერი გავაკეთეთ, რათა პაციენტი გადაგვერჩინა. არა მარტო ამ პანდემიის პერიოდში, არამედ წინა პერიოდშიც ვაკეთებდით ყველაფერს, მაგრამ პაციენტები გვეღუპებოდნენ, რადგან დგებოდა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი მდგომარეობა, რისი მართვაც ექიმებს არ შეგვეძლო. იმის თქმა, რომ „კოვიდ 19“-ით მძიმე პაციენტები მასობრივად იღუპებიან ჩვენს ქვეყანაში, არის მცდარი, რადგან ამის უამრავი მაგალითი გაქვს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე დადგება მომენტი, როდესაც ლეტალობის ინდექსი ქვეყანაში მკვეთრად დაიკლებს“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

banner
წინა სტატიაშიტიკარაძე – აცრების კომპონენტში ახალგაზრდები ლიდერობენ, დაბალია ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციაზე მოთხოვნა
შემდეგი სტატიარატიანი – არ ვაპირებ სიკვდილის ბოლომდე თეთრი ხალათის გახდას