რატიანი: სირცხვილია, რომ პარლამენტის წევრს უფლება არ ჰქონდეს, იმ კონტრაქტში ჩაიხედოს, რომელიც ეროვნულ ინტერესებს წარმოადგენს

ბიძინა ივანიშვილი იბრძვის შუა საუკუნეების მეთოდებით

საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი საკანონმდებლო ორგანოში ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს კვლავ იბარებს და კომპანია „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაცნობას ითხოვს.

რატიანის შეფასებით, პარადოქსი და სირცხვილია ის, რომ პარლამენტის წევრს უფლება არ ჰქონდეს, იმ კონტრაქტში ჩაიხედოს, რომელიც ეროვნულ ინტერესებს წარმოადგენს.

„პარლამენტის ღირსების საკითხია ის, რომ კანონი არსებობდეს, რომლითაც ინტერტაქციული ნდობის ჯგუფის ფარგლებში შეგვეძლება, „გაზპრომის“ კონტრაქტი ვნახოთ. მთელი პარლამენტი – უმცირესობა და უმრავლესობა იძულებული არიან, იმ კონტრაქტზე ისაუბრონ, რომელიც ნანახი საერთოდ არ აქვთ. ეს მდგომარეობა უნდა გამოვასწოროთ. დღეს არსებული კანონით, ნდობის ჯგუფი კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის ნახვას არ ითვალისწინებს. გვინდა, რომ კანონი შევქმნათ, რომლის საშუალებითაც მსგავსი ინფორმაციის ნახვა შეგვეძლება“, – აღნიშნა რატიანმა.

ოპოზიციის მოთხოვნის საპასუხოდ, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მზად არის, ნდობის ჯგუფის ფორმატში წარსდგეს.

banner
წინა სტატიაში“საქართველოში, ომი გამოუცხადეს სიგარეტის ბიზნესს”- გიგა ბოკერია
შემდეგი სტატიამაია რჩეულიშვილს სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიება გაუუქმა