რატიანი საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე: შესაცვლელია კონკრეტული წესები

შესაცვლელია კონკრეტული წესები, მაგალითად, საარჩევნო უბნებთან შეკრება და უნდა იყოს გარკვეულ რადიუსზე აკრძალული შეკრება. აქ, როგორც წესი, ადმინისტრაციული რესურსი არის ხოლმე შეკრებილი, გარდა ამისა, კოორდინატორები, ძველი ბიჭები და ზეწოლას ახორციელებენ ამომრჩეველეზე, ამიტომ უნდა იყოს გარკვეული რადიუსი, მით უმეტეს, პანდემიის დროს ისედაც მიზანშეწონილი არის, რომ იყოს გარკვეული სივრცე, ამიტომ ეს არის ერთი წესი, რომელიც უნდა შეიცვალოს. მეორე არის ის, რომ მნიშვნელოვანია დაშვებული იყოს პოლიტიკური რეკლამა არა მხოლოდ საარჩევნო დროს, არამედ დანარჩენ პერიოდებში. ახლა ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ, ფაქტობრივად, ეს კარდაკარი და ეს ტრადიციული საარჩევნო კამპანია გაჭირდება, ალბათ და მით უმეტეს, აი, ამ ვითარებაში საარჩევნო რეკლამა არის მოსამატებელი და აუცილებელია, რომ არა მხოლოდ საარჩევნო დროს იყოს წესი. მესამე, აუცილებელია შევცვალოთ ის წესი, რომ უნდა დაემატოს გარკვეული საარჩევნო უბნები იმიტომ, რომ პანდემიის პირობებში აქ, ასე ვთქვათ, თავმოყრა და დისტანცია არის დასაცავი, დიდი საარჩევნო უბნები გასაყოფია და ქვეყნის მასშტაბით დასამატებელი იქნება სადღაც 500-მდე საარჩევნო უბანი – განაცხადა რატიანმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი აბესაძე : ჩვენ ვიმყოფებით წინასაარჩევნო პერიოდში და მაღალია ალბათობა, რომ ივანიშვილმა ამ თანხის უკანონო მიზნებისთვის გამოყენება სცადოს
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე : იპოდრომზე მწვანე ზონა უნდა განვითარდეს, ადგილის ნებისმიერი სხვა სახით გამოყენება დანაშაულია