რატიანი: კალაძემ პასუხი უნდა გასცეს, რატომ ჩაიდინა ხელისუფლებამ ანტისახელმწიფოებრივი ქმედება

ქართველი ხალხი გააპროტეტსტებს ამ ვითარებას

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე სერგო რატიანი საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს, კომპანია „გაზპრომთან“ დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულების თაობაზე პარლამენტში პოლიტიკური დებატები გაიმართოს.

როგორც ჟურნალისტებს რატიანმა განუცხადა, მას შემდეგ, რაც ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ უმცირესობის ფრაქციებთან შეხვედრაზე უარი თქვა და ამით რეგლამენტი დაარღვია, უმცირესობის მოთხოვნაა პარლამენტში პოლიტიკური დებატების გამართვა.

მისი თქმით, სახელმწიფოსთვის „გაზპრომის“ თემა უმნიშვნელოვანესია.

„კალაძემ კითხვებზე პასუხი უნდა გასცეს, თუ რატომ ჩაიდინა ხელისუფლებამ ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რატომ დააზიანა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება და რატომ მიაყენა ქვეყანას ეკონომიკური ზიანი?!“, – აცხადებს რატიანი.

საპარლამენტო უმცირესობა ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს პარლამენტში იბარებს, რომელმაც განაცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანოში იმ შემთხვევაში გამოცხადდება, თუ უმრავლესობას ამის სურვილი ექნება.

banner
წინა სტატიაშირუსეთი საქართველოს საჰაერო სივრცეს სრულად გააკონტროლებს – «Небо-М»
შემდეგი სტატიადებატების გამართვის და კითხვებზე პასუხის გაცემის პრობლემა არ გვაქვს-ბესელია „გაზპრომის“ თემაზე