რატიანი: არანაირი რესურსი აღარ გაგვაჩნია, რომ დამატებითი პაციენტები მივიღოთ

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკას რესურები აღარ გააჩნია.

“არანაირი რესურსი არ გაგვაჩნია რომ დამატებითი პაციენტი მივიღოთ, თუნდაც ჩვენი ოჯახის წევრი, იმიტომ, რომ ამის საშუალება კლინიკას, ამ ეტაპზე არ გააჩნია. მაქსიმალურად ვართ დატვირთულები, იცით რომ სამწუხაროდ, მედპერსონალიც დაინფიცირებულია. ისინიც, ჩვეულებრივად ადამიანები არიან როგორც საზოგადოების სხვა წევრები, ამიტომ არანაირი რესურსი ამ ეტაპზე არ გაგვაჩნია.

ყველას უმორჩილესად ვთხოვ, გაითვალისწინეთ რეკომენდაციები, ჩვენც გვაქვს რესურსი, სამედიცინო პერსონალს, ექიმებს, ჩვენც გავხდებით სავარაუდოდ ავად, ჩვენც გამოვიფიტებით, ამიტომ ჩვენი მომხედვარიც არავინ იქნება ამ ქვეყანაში”- აცხადებს რატიანი.

banner
წინა სტატიაშიხატია დეკანოიძე: ვართ ბრძოლაში, რომელიც საქართველოს თავისუფალი მოქალაქეების თავისუფალი არჩევანის დაცვას გულისხმობს
შემდეგი სტატიათალაკვაძემ ოპოზიციას “შენიღბული დამნაშავეები” უწოდა, კობახიძე კი მათ “სწორ გზაზე” დასაყენებლად მუშაობს