რატი იონათამიშვილი – ჟურნალისტებზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოსა და დემოკრატიაზე თავდასხმას

ჟურნალისტებზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოსა და დემოკრატიაზე თავდასხმას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა გუშინ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა.

მან ძალადობა დაგმო და განაცხადა, რომ აუცილებელია მომხდარზე სამართლებრივად ადეკვატური და სწრაფი რეაგირება იყოს.

“თითოეული ჩვენთაგანი უნდა გავემიჯნოთ და დაგვმოთ ძალადობის ნებისმიერი ფორმა, განსაკუთრებით, თუ ეს ძალადობა ხორციელდება ჟურნალისტების მიმართ, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, იმიტომ, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმა ნიშნავს თავდასხმას სახელმწიფოსა და დემოკრატიაზე, ამიტომ, თითოეული ჩვენთაგანის ამოცანა არ არის მხოლოდ დაგმობა, არამედ სამართლებრივი, ადეკვატური და სწრაფი რეაგირება თითოეულ ასეთ შემთხვევაზე, იმიტომ, რომ იმ ადამიანმა, ვინც ბედავს ხელი შეუშალოს ჟურნალისტს თავის საქმიანობაში და მასზე ფიზიკურად იძალადოს, კანონის სრული დაცვით უნდა აგოს პასუხი“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგამოდი რუსთაველზე 8 საათზე და დადექი ჩუმად – ჯაფარიძე აქციას აანონსებს
შემდეგი სტატიაჭავჭავაძის გამზირზე შუქნიშნები დროებით გაითიშა