რატი იონათამიშვილი – „ვეტინგი“ ნიშნავს მართლმსაჯულების ოკუპაციას, რაც ქვეყნის სუვერენიტეტისთვის საფრთხის შემცვლელია

სინამდვილეში,„ვეტინგი“ არანაირად არ არის კავშირში მართლმსაჯულების გაუმჯობესებასთან, პირიქით, ეს ნიშნავს მართლმსაჯულების ოკუპაციას, რაც საბოლოო ჯამში, ქვეყნის სუვერენიტეტისთვის საფრთხის შემცვლელია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ არის დადგენილი, რომ ქართული მართლმსაჯულების და სასამართლოს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კაპანია იყო სიცრუე და სიყალბე.

„სინამდვილეში „ვეტინგი“ არანაირად არ არის კავშირში მართლმსაჯულების გაუმჯობესებასთან, პირიქით, ეს ნიშნავს მართლმსაჯულების ოკუპაციას, რაც საბოლოო ჯამში, ქვეყნის სუვერენიტეტის საფრთხის შემცვლელია. მით უმეტეს, როდესაც ამ საკითხზე საუბრობენ ისეთი ადამიანები და პოლიტიკური აქტორები, რომლებიც არიან კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, ცხადია, ისინი გულწრფელები ვერ იქნებიან. საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე ამ საკითხთან დაკავშირებით. ამავდროულად, მთელი ის დეზინფორმაციის კაპანია რაც მიმართული იყო ქართული მართლმსაჯულების და სასამართლოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოთი არის დადგენილი არაერთგზის, რომ ეს იყო სიცრუე და სიყალბე. ჩვენმა სასამართლომ ყოველ ჯერზე გაუძლო სტრასბურგის სასამართლოს, რაც ნიშნავს, რომ ქართული მარლთმსაჯულება ვითარდება. სწორედ ეს აშინებს, როგორც ჩანს იმ აქტორებს, ვისაც საპირისპირო ინტერესები გააჩნიათ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრაზე წარადგენენ წინადადებას, რომ სასამართლო სისტემაში მოსამართლეების დანიშვნა, გადარჩევა „ვეტინგის“ საფუძველზე მოხდეს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე: ჩავაბაროთ წარსულს ის პერიოდი, როცა პენსიონერს უწევს საჭმელსა და წამალს შორის არჩევანის გაკეთება
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი – „ნაციონალური მოძრაობას“, როგორც ჩანს, სასამართლოში გავლენების მოპოვება სურს, უნდათ, რომ გაათავისუფლონ მოსამართლეები, რისთვისაც რაღაც ხერხებს ეძებენ