რატი იონათამიშვილი: პავილიონისი არ არის საქართველოს მეგობარი პოლიტიკოსი

პავილიონისი არ არის საქართველოს მეგობარი პოლიტიკოსი – მისი განცხადებები ხშირად ემსახურება რუსეთის ინტერესებს, რაც დეოკუპაციის და დემოკრატიის თვალსაზრისით, ნაცმოძრაობის იდენტურია, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილის Facebook-ზე წერს. მისი თქმით, ლიეტუველი დეპუტატის სახით, „ნაცმოძრაობასა“ და რუსეთს საერთო გარესპიკერი ჰყავთ.

„რამდენიმე თვის წინ, როდესაც პავილიონისმა გაიმეორა ლავროვის სიტყვები და გვითხრა, რომ აფხაზეთი დავკარგეთ, რასაც, თურმე, უნდა შევეგუოთ, უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა თავისი ქვეყნის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლებმაც მის ნაცვლად მოიხადეს ბოდიში. თავად პავილიონისს და მის მეგობარ „ნაციონალურ მოძრაობას“ კი ხმაც არ ამოუღიათ. ახლა, „ნაცების“ მეგობარი ჩვენ „გვარიგებს ჭკუას” მედიის თავისუფლებაზე. იმ პარტიის მეგობარი, რომელიც სპეცრაზმით იჭრებოდა დამოუკიდებელ მედიაში, რეპრესიებს ახორციელებდა განსხვავებულ აზრზე და მოდელირებული ქრონიკით იწონებდა თავს…

როდესაც ფაქტებს ამახინჯებ, ეს სუბიექტურობაზე და მიკერძოებაზე მიუთითებს. „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში (როგორც არასდროს, დამოუკიდებლობის შემდეგ) ქვეყანაში დაუბრკოლებლად მაუწყებლობს მინიმუმ 5 ოპოზიციური ნაციონალური მაუწყებელი, არაერთი ბეჭდური თუ ონლაინ მედია და უმაღლესი სტანდარტით არის დაცული საქართველოს ყველა მოქალაქის სიტყვის თავისუფლება. ვინც ამას ვერ ხედავს, ის ან ქართული დემოკრატიის მტერია, ან ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას აღიქვამს საფრთხედ.

ფაქტია, რომ პავილიონისის სახით „ნაცმოძრაობასა“ და ოკუპანტ ქვეყანას საერთო გარესპიკერი ჰყავთ“, – წერს იონათამიშვილი.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა – ამოღებულია 5 კილო და 500 გრამი ნარკოტიკული საშუალება, ასევე 10 ლიტრი და 896 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება
შემდეგი სტატიათუ ოპოზიცია დატოვებს პარლამენტს, გვაქვს იმის საფუძველი, რომ მივაღწიოთ რიგგარეშე არჩევნებს არა მომავალი წლის შემოდგომაზე, არამედ უახლოეს გაზაფხულზე – ბობოხიძე