ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ევროპარლამენტის იმ გაფრთხილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნების“ პირობებში დემოკრატიული უკუსვლის გამო ქვეყანა ევროკავშირს შორდება.
ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში იონათამიშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადებების მიზანი საქართველოს იმიჯის შელახვა და ქვეყნის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებაა.
„სინამდვილეში „კოლექტიურ იუკნევიჩიენებს“ არც ადამიანის უფლებები ადარდებთ და არც ევროპული ინსტიტუტების იმიჯი. ერთადერთი, მათი მოტივია, რამენაირად არეულობა გამოიწვიონ ჩვენს ქვეყანაში, რომ შემდეგ საქართველო მათთვის იყოს პაიკი. ამას, რასაკვირველია, არ დავუშვებთ. ჩვენ ვართ თავმოყვარე ქვეყანა, გვაქვს ღირსება, რომელსაც ყოველთვის დავიცავთ“, — განაცხადა რატი იონათამიშვილმა.














