„რეფორმას ის ჯგუფები აკრიტიკებენ, რომლებიც ყოველ ჯერზე, როცა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხი წყდება, ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ პოზიციებს იკავებენ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ფასდაკლების დროს მაღალი ფასების მხარეს დგებიან, ხოლო როცა მშვიდობას ვიცავთ – ომის მხარეს. არ გვიკვირს, რომ ეს ადამიანები განათლების რეფორმის დროს გაუნათლებლობის მხარეს დადგნენ“, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

















