რატი იონათამიშვილი გაეროს შშმ პირთა უფლებების ასამბლეაში ნიუ-იორკში მონაწილეობს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი 11-13 ივნისს გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების მე – 17 ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც გაეროს ნიუ იორკის ოფისში გაიმართება.

პარლამენტის ინფორმაციით, მე-17 ასამბლეაში მონაწილე ქვეყნებს იონათამიშვილი სიტყვით მიმართავს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები შშმ პირთა მძიმე უფლებრივ მდგომარეობაზე ისაუბრებს. ასევე, ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან და ოფიციალურ პირებთან.

banner
წინა სტატიაში“ევროპარლამენტის არჩევნები დაახლოებით იმ შედეგით დასრულდება, როგორი შედეგითაც წინა მოწვევის იყო დაკომპლექტებული” – ფოფხაძე
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას