რატი იონათამიშვილი – ამერიკის ახალი ელჩის ჩამოსვლას მივესალმებით, მოლოდინი გვაქვს, რომ პარტნიორული ურთიერთობები უფრო განვითარდება

პოზიტიური მოლოდინი გვაქვს, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის პარტნიორული ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ამერიკის ახალი ელჩის ჩამოსვლას მიესალმება.

„დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობები განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს. მსგავსი მოლოდინია საზოგადოებაშიც. ქვეყნებს შორის პარტნიორობის განმტკიცებისთვის მნიშვნელოვანია დიპლომატიური მისიების აქტიური მუშაობა. შესაბამისად, პოზიტიური მოლოდინი გვაქვს, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის პარტნიორული ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდეკანოიძე – იმედია, საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ექნება სხვა სახელმწიფოებთან, ვინც შიდა თუ გარე საგარეო კურსით თანხვედრაშია ევროკავშირთან
შემდეგი სტატია„ჰამასი“ – ისრაელის ერთიანი მთავრობა ვერ შეგვაკავებს – ამ თავდასხმისთვის წლების განმავლობაში ვემზადებოდით