რატი გაჩეჩილაძეს ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ

“რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ რატი გაჩეჩილაძეს ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ. ამის შემდეგ პროკურატურა საქალაქო სასამართლოს მიმართავს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით.

საქმის მასალები უკვე ჩაიბარა ადვოკატმა. მისი თქმით, დაკავებული გვარამიაზე თავდასხმას აღიარებს, თუმცა ადვოკატი ამტკიცებს, რომ დაპირისპირების პროვოცირება გვარამიამ და მისმა მეგობრებმა მოახდინეს.თავდასხმის მოტივად კი ნიკა გვარამიასა და “ნაციონალური მოძრაობის” კავშირს ასახელებს.

შეგახსენებთ, რომ თავდასხმის ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა და თურქეთმა ალეპოში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევის ფაქტები დააფიქსირეს
შემდეგი სტატიაგიგი უგულავას თხოვნით, დღეს ფრაქციის თავმჯდომარეობიდან ნიკა მელიას გადაყენების საკითხზე აღარ იმსჯელებენ