რატი გაჩეჩილაძე სასამართლო დარბაზიდან 5000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიაზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ რატი გაჩეჩილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5000 ლარიანი გირაო შეეფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

პროკურატურა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ 5 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას, პატიმრობის უზრუნველყოფით ითხოვდა.

დაცვის მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, უკიდურეს შემთხვევაში კი 1000 ლარიან გირაოს ითხოვდა.

ნიკა გვარამიაზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ რატი გაჩეჩილაძეს ბრალი დღეს ოფიციალურად წარუდგინეს. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას, ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიავარია გურჯაანში – გარდაცვლილია 70 წლამდე მამაკაცი
შემდეგი სტატია(Video) რატი გაჩეჩილაძე ჟურნალისტების კითხვებს გაექცა