რატი ბრეგაძე – სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და ეს არის უკვე დადასტურებული ფაქტი

სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და ეს არის უკვე დადასტურებული ფაქტი, დანარჩენი შეფასება უკვე შემდგომში უნდა გააკეთოს პარლამენტმა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

ბრეგაძეს კითხვა დაუსვეს, პრეზიდენტი თუ გააგრძელებს ვიზიტებს საკონსტიტუციოს გადაწყვეტილების ფონზე, როგორი იქნება მინისტრის შეფასება.

„ამასთან დაკავშირებით გავაკეთე ერთი შეფასება, რომ ჩემთვის, როგორც იუსტიციის მინისტრისთვის, სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და ეს არის უკვე დადასტურებული ფაქტი. დანარჩენი შეფასება უკვე შემდგომში უნდა გააკეთოს საქართველოს პარლამენტმა“,- განაცხადა რატი ბრეგაძემ.

banner
წინა სტატიაშიარჩევნებზე, ერთ-ერთი პარტიის შემადგენლობაში, სალომე ზურაბიშვილის კანდიდატად მონაწილეობა განიხილება | კობახიძე
შემდეგი სტატიაკობახიძე – 15-პროცენტიან პარტიას პრემიერობის კანდიდატის გაყვანის არანაირი რესურსი არ აქვს, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პრემიერობის კანდიდატის დასახელება ღიმილისმომგვრელია