საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არაერთხელ აჩვენა, რომ არის მოწოდების სიმაღლეზე და საზოგადოებას მრავალი განსაცდელი და საფრთხე აარიდა თავიდან.
ბრეგაძის შეფასებით, ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე მიმდინარე გამოძიება, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აწარმოებს, წარმატებით დასრულდება.
„რაც შეეხება კითხვას, რატომ არ ხდება საზოგადოებისთვის ბევრი დეტალი ცნობილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუშაობას აქვს თავისი სპეციფიკა, ეს დაკავშირებულია სახელმწიფო საიდუმლოებასთან. დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საზოგადოებას იმგვარად მიაწვდის ინფორმაციას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებას საფრთხე არ შეექმნას“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.