რატი ბრეგაძე: „როდესაც დადგება საჭიროება, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მოხდვება“

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში მსჯავრდებულ/ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იგეგმება. მისივე თქმით, სამკურნალო დაწესებულება სრულად არის გამართული, რათა მოშიმშილე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართოს.

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულება ფუნქციონირებს, არ არის გაუქმებული და რაც შეეხება მოშიმშილე პაციენტის მართვას, აღნიშნულ დაწესებულებას ასეთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვა შეუძლია“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

banner
წინა სტატიაში„მიხეილ სააკაშვილი დროულად უნდა იქნას კლინიკაში გადაყვანილი, რათა შემცირდეს შემდგომი გართულებების რისკი“- გიგი წერეთელი
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი თბილისში კოალიციურ მთავრობას მხარს უჭერს