რატი ბრეგაძე – ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე ყველა პროცედურა განხორციელებულია

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე ყველა პროცედურა განხორციელებულია.

კითხვაზე, გაუუქმდა თუ არა ოთარ ფარცხალაძეს პასპორტი და ცესკო-ს მონაცემთა ბაზაში იძებნება თუ არა როგორც მოქალაქე, რატი ბრეგაძემ აღნიშნა: „ცესკო-ს მონაცემებზე ვერ გეტყვით, მაგრამ რაც შეეხება იმ აუცილებელ პროცედურებს, რომელიც უნდა განახორციელოს იუსტიციის სამინისტრომ, მას შემდეგ, რაც პირს უწყდება მოქალაქეობა, ყველა საჭირო პროცედურა არის განხორციელებული, შემიძლია, დაგიდასტუროთ“.

banner
წინა სტატიაშიისრაელის თავდაცვის ძალები – ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად ლიკვიდირებულია „ჰამასის“ ერთ – ერთი მეთაური
შემდეგი სტატიასუს-ის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ სინაგურის მიმდებარედ უკანონოდ საქართველოს მოქალაქე დააკავეს