რატი ბრეგაძე: მოვუწოდებ ოპონენტებს, დაასრულონ სიძულვილის ენა – ისინი ქმნიან გარკვეულ რისკებს როგორც მიხეილ სააკაშვილის, ისე სხვა პატიმრების უსაფრთხოებისთვის, ამის უფლებას ვერავის მივცემთ

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ოპონენტებს მოუწოდა, რომ დაასრულონ სიძულვილის ენა და საზოგადოებას სიმშვიდისაკენ მოუწოდონ. მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ სიძულვილის ენის გამოყენებით, ოპოზიცია სააკაშვილისა და სხვა პატიმრებისთვის გარკვეულ რისკებს ქმნის.

„როგორც ადრე ვთქვი და მრავალჯერ გამიმეორებია, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური და სათანადო დონეზე დაცული. ჩვენ რა პირობაც დავდეთ, იმ პირობას ვასრულებთ და ძალიან ვართ დაინტერესებული, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა იყოს სათანადოდ დაცული. აქვე მოვუწოდებ ჩვენს ოპონენტებს, რომ დაასრულონ ეს სიძულვილის ენა და საზოგადოებას მოუწოდონ სიმშვიდისკენ, ნაცვლად იმ რევოლუციური მოწოდებებისა, რომელსაც ახორციელებენ. ბუნებრივია, ისინი ქმნიან გარკვეულ რისკებს, როგორც მიხეილ სააკაშვილის, ისე სხვა პატიმრების უსაფრთხოებისთვის. ჩვენ ამის უფლებას ვერავის მივცემთ“, – აღნიშნა ბრეგაძემ.

banner
წინა სტატიაშირატი ბრეგაძე: რომელ გატაცებაზე საუბრობენ და საერთოდ, როგორ ბედავენ მსგავსი ეპითეტების გამოყენებას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ
შემდეგი სტატია“მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოს მანქანიდან გადმოიყვანეს ძალის გამოყენებით” -სახალხო დამცველის წარმომადგენელი