რატი ბრეგაძე – მიხეილ სააკაშვილს ჰყავდა 200-ზე მეტი ვიზიტორი

სააკაშვილს ჰყავდა 200-ზე მეტი ვიზიტორი. მასთან შედის აბსოლუტურად ყველა, ვისაც აქვს საქართველოს კანონმდებლობით უფლება, რომ შევიდეს ამ დაწესებულებაში, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, იმ პირებს, ვისაც საქართველოს კანონით არ ჰქონდათ საპატიმრო დაწესებულებაში შესვლის უფლება, მიხეილ სააკაშვილთან შესვლაზე განეცხადათ უარი.

„სააკაშვილს ჰყავდა 200-ზე მეტი ვიზიტორი. აბსოლუტურად ყველა, ვისაც აქვს საქართველოს კანონმდებლობით უფლება, რომ შევიდეს ამ დაწესებულებაში, შედის ყველა. აქვე, იმყოფებოდნენ პარლამენტის წევრები მათ შორის, გუშინ. მუდმივ რეჟიმში შედის მისი პირადი ექიმიც, ოჯახის წევრებიც და ყველა ის პირი, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.

ჩვენ ასევე სხვა პირებსაც, რომლებსაც საქართველოს კანონით არ ჰქონდათ საპატიმრო დაწესებულებაში შესვლის უფლება, განვუცხადეთ უარი. მე-18 დაწესებულება ეს არის სამკურნალო დაწესებულება და შესაბამისად, მაქსიმალურად ვიკავებთ თავს იმისგან, რომ იქ შევიდნენ ამჟამად ის პირები, რომლებსაც არ აქვთ უფლება, საქართველოს კანონმდებლობით, შედიოდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

წინა სტატიაშისაპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მამუკა ხაზარაძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელა
შემდეგი სტატიაბასილაია – ნებისმიერი განცხადება, თითქოს მიხეილ სააკაშვილზე ზრუნავენ, არის ფარისევლობა