8.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 17, 2026
banner

რატი ბრეგაძე ღარიბაშვილის სასამართლოზე ვიზიტზე: მინდოდა, მეგობარი გამემხნევებინა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ირაკლი ღარიბაშვილის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს, იუსტიციის ყოფილი მინისტრი რატი ბრეგაძე იმყოფებოდა. როგორც მან „პირველებს“ განუცხადა, პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხებზე საუბარი არ სურს, სასამართლოში კი მხოლოდ მეგობრის მხარდასაჭერად მივიდა.

„გეუბნებით ძალიან პირდაპირ და გახსნილად — დღეს მე სასამართლოში მოსული ვიყავი იმიტომ, რომ მენახა ჩემი დიდი ხნის მონატრებული მეგობარი. მინდოდა გამემხნევებინა. სხვა ყველაფერზე სასამართლო იმსჯელებს“, — განაცხადა ბრეგაძემ.

ცნობისთვის, პროცესი, რომელსაც ესწრებოდნენ ბრალდებულის ოჯახის წევრები, ახლობლები და ლუკა კურტანიძე, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა დახურა.

გამოძიების ცნობით, ე.წ. „ჯარის ძარცვის“ საქმეზე ახალი ბრალი ირაკლი ღარიბაშვილს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენების საფუძველზე წარედგინა. ბურჭულაძის მტკიცებით, მან ბიზნესმენ ზურაბ ტუკვაძისგან მიღებული 1.5 მილიონი ლარიდან ნახევარი (750 000 ლარი) ღარიბაშვილს „ქეშად“ გადასცა. აღნიშნული ბრალდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ღარიბაშვილს უკვე მისჯილი აქვს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 1 მილიონი ლარის ჯარიმა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის.

banner
წინა სტატიაშიპაატა მანჯგალაძე: ვინც იცის ციხე რა არის შიგნიდან, არ გააკრიტიკებს მას, ვინც საპროცესოს აფორმებს
შემდეგი სტატიათამაზ თამაზაშვილი: ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ ირაკლი ღარიბაშვილს დაიჭერდნენ