ხატია დეკანოიძე და გიგი უგულავა ერთიანი ბოლშევიკური მოძრაობის წარმომადგენლები არიან, მათი მოქმედებები შესაბამისობაშია ბოლშევიკების სტილთან, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.
მისი თქმით, შესაბამისი ორგანოები აუცილებლად გამოიკვლევენ ამ ფაქტს [„ქართული ოცნების“ ბანერის დაზიანება] და ყველა სამართლიანად აგებს პასუხს.
„როგორც ვიცით, ისინი არიან ერთიანი ბოლშევიკური მოძრაობის წარმომადგენლები და მათი მოქმედებების სტილი შესაბამისობაში არის იმ სტილთან, რომელიც ჰქონდათ ბოლშევიკებს. მათი მხრიდან ეს არახალია.
რაც შეეხება კონკრეტულ სამართალდარღვევას, დარწმუნებული ვარ, შესაბამისი ორგანოები აუცილებლად გამოიკვლევენ ამ ფაქტს [„ქართული ოცნების“ ბანერის დაზიანება] და ყველა თანაბრად, სამართლიანად აგებს პასუხს ქართველი ხალხის წინაშე“, – აღნიშნა ბრეგაძემ.