რასმუსენი გერმანიის მთავრობას აკრიტიკებს

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომში გერმანიის მთავრობის ფრთხილ კურსს აკრიტიკებს, – ამის შესახებ რასმუსენმა გაზეთ Handelsblatt-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, გერმანია „ზედმეტად ყოყმანობს მძიმე იარაღის დადებასა და სანქციების დაწესებაში“.
„რა თქმა უნდა, გერმანია დიდად არის დამოკიდებული რუსული გაზის იმპორტზე, მაგრამ ვფიქრობ, ფედერალური მთავრობის მკაფიო პოზიცია შეცვლის მთელ დინამიკას უკრაინაში. ჩვენ გვჭირდება გერმანიის ხელმძღვანელობა”, – თქვა რასმუსენმა და მოუწოდა ევროპელებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ნავთობისა და გაზის იმპორტი რუსეთიდან.
“რა თქმა უნდა, ენერგეტიკულ ემბარგოს ექნება თავისი ფასი. მაგრამ გაჭიანურებული ომის ფასთან შედარებით, ეს ფასი მცირე იქნება”, – განაცხადა ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნება” ივანიშვილიდან დაწყებული ხელისუფლების ოფიციალური პირების ქმედებებით დამთავრებული ყველაფერს აკეთებს, რომ ევროკავშირმა უარი გვითხრას – ვაშაძე
შემდეგი სტატიამთავრობის მეთაური შიდა ქართლის რეგიონული ტურნეს ფარგლებში, სოფელ ქვემო ნიქოზში, საოჯახო სასათბურე მეურნეობას ეწვია და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა